ახალი ამბები

ღვინის ეროვნული სააგენტო: 119 051 ტონა ყურძენი გადამუშავდა

25 ოქტომბერი, 2014 • 1031
ღვინის ეროვნული სააგენტო: 119 051 ტონა ყურძენი გადამუშავდა

სააგენტოს ცნობით, ყურძნის კრეფა მთელი  ქვეყნის მასშტაბით ფაქტობრივად დასრულებულია და გადამუშავდა 119 051 ტონა ყურძენი.

 

სააგენტოს ცნობით,  წელს, რთველის პერიოდში, ყურძნის ფასიც  უპრეცედენტოდ მაღალი იყო  და ისტორიული  მაქსიმუმს მიაღწია.  თუმცა სააგენტო დასძენს:

 

“ საქართველოში დასრულდა ის დრო, როდესაც  სახელმწიფო უხეშად ერეოდა რთველის პროცესში, თავად განსაზღვრავდა ყურძნის  ფასს და კერძო სექტორის კონკურენტი ხდებოდა.   სახელმწიფო ფასების რეგულაციაში  არ ჩაერევა. ფასს არეგულირებს ბაზარი”.

ღვინის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობით შესრულდა დანაპირები – მაქსიმალურად მოხდა  ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობა.

 

“ არც ერთ მევენახეს მოსავალი  ჩაუბარებელი არ დარჩება”. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2013 წელს საქართველოში ყურძნის წარმოებამ 222.8 ათასი ტონა შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ წლევანდელი წარმოება უფრო ნაკლებია.

 

ყურძნის წარმოება საქართველოში [ათასი ტონა]

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

წელი

2006

2007

2008

2009

2010

2011

2012

2013

ყურძენი[ათასი ტონა]

162.5

227.3

175.8

150.1

120.7

159.6

144.0

222.8

 

ყურძენი/რთველი
ყურძენი/რთველი

მასალების გადაბეჭდვის წესი