ახალი ამბები

პარიზში ზურაბ წერეთლის იოანე პავლე II-ის ქანდაკება დადგეს

25 ოქტომბერი, 2014 • 3231
პარიზში ზურაბ წერეთლის იოანე პავლე  II-ის ქანდაკება დადგეს

სკულპტურის, რომლის სიმაღლე 3.6 მეტრია, ავტორი ზურაბ წერეთელია. ძეგლის გახსნის ცერემონია დღეს გაიმართა, რომელსაც პარიზის მერი ანა ჰიდალგოც დაესწრო. გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა თავად ავტორიც, რომელსაც სიტყვით გამოსვლისას თავისი გიგანტური ქანდაკების მინიატურა ეჭირა.

EPA-ს ცნობით, საფრანგეთში იოანე პავლე II-ის ძეგლი პარიზში პოლონეთის კათოლიკური ეკლესიის მისიის მონაწილეობით დადგეს. 

ზურაბ წერეთელი ცნობილია თავისი გიგანტური სკულპტურებით, მას რამდენიმე სასულიერო პირის სკულპტურა აქვს შექმნილი, მათ შორისა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე. 

ზურაბ წერეთელი აჩვენებს მისი სკულპტურის მინიატურას პარიზში,  იოანე პავლე II-ის ძეგლის საზეიმო გახსნის დროს. იოანე XXIII -ის მოედანზე ეს ძეგლი პარიზში პოლონეთის კათოლიკური ეკლესიის მისიის თანამონაწილეობით დაიდგა და მისი ავტორია ზურაბ წერეთელი.  პარიზი, საფ

მასალების გადაბეჭდვის წესი