ახალი ამბები

მეორე ჯგუფის წამლების ურეცეპტოდ გაცემის 37 შემთხვევა დაფიქსირდა

23 ოქტომბერი, 2014 • 1258
მეორე ჯგუფის წამლების ურეცეპტოდ გაცემის 37 შემთხვევა დაფიქსირდა

მაჭარაშვილი ამბობს, რომ სამართალდარღვევების ეს რაოდენობა კონტროლის გამკაცრებამ გამოიწვია.

 

“მინდა ხაზი გავუსვა, რომ სამართალდარღვევების რაოდენობა არამცდაარამც არ ნიშნავს, რომ იმატა წელს სამართალდარღვევების რაოდენობამ. პირიქით, გამკაცრდა და გაიზარდა კონტროლი,”– ამბობს დავით მაჭარაშვილი

 

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის 374 მუხლის მიხედვით “3. ფარმაცევტული პროდუქტის (გარდა ამ კანონის 112 მუხლის მიხედვით პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტისა) რეალიზაციის წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.”

 

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 1–ლი სექტემბრიდან მეორე ჯგუფის 4000–მდე მედიკამენტი აფთიაქებში მხოლოდ რეცეპტებით გაიცემა. მოგვიანებით, 15 სექტემბრიდან, მეორე ჯგუფიდან ურეცეპტოდ გასაცემთა სიას რეცეპტით გასაცემთა ნუსხიდან 772  დასახელების მედიკამენტი დაემატა.

მასალების გადაბეჭდვის წესი