ახალი ამბები

მსოფლიო დღეს 5 ფოტოზე – 21 ოქტომბერი

22 ოქტომბერი, 2014 • 1436
მსოფლიო დღეს 5 ფოტოზე – 21 ოქტომბერი

სირიელი ლტოლვილი გოგონა იბანს სახეს ლტოლვილთა ბანაკში სანლიურფაში, თურქეთში. პენტაგონის ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“  (IS)  ასობით მებრძოლი დაიღუპა საერთაშორისო კოალიციური ძალების საჰაერო თავდასხმის შედეგად ქალაქ კობანში, ჩრდილოეთ სირიაში. © EPA 21

ხანში შესული ჩინელი ქალები პეკინში, გზისპირა მარკეტში ბოსტნეულს არჩევენ. ჩინეთში ეკონომიკის ზრდის  წლიური მაჩვენებელი 7,3 პროცენტამდე დაეცა, რაც უკანასკნელი 5 წლის მანძილზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.    © EPA 21.10.2014

თურქი ჯარისკაცი მორიგეობს, ამ დროს კი მამაკაცები  თურქეთის ტერიტორიიდან აკვირდებიან ბრძოლების მიმდინარეობას სირიელი ქურთებისა და „ისლამური სახელმწიფოს“ (IS) მებრძოლებს შორის ქალაქ კობანის გარეუბანში, სირიაში.  © EPA 21.10.2014

უკრაინელი ბავშვი თამაშობს  ჯავშანტრანსპორტიორზე, რომელიც ხელში ჩაიგდო უკრაინის თავდაცვის ბატალიონმა „აზოვმა“ ქვეყნის აღმოსავლეთ ფრონტის ხაზზე. ფოტო გადაღებულია კიევში, ხელში ჩაგდებული საბრძოლო მანქანების სახალხო გამოფენაზე.  © EPA 21.10.2014

მოდელი წარადგენს ჰოლანდიელი მოდის დიზაინერის, ბას კოსტერის ნამუშევარს გამოფენაზე
მოდელი წარადგენს ჰოლანდიელი მოდის დიზაინერის, ბას კოსტერის ნამუშევარს გამოფენაზე ‘A Floral Affair’ ამსტერდამში. კოსტერსის ნამუშევრები შექმნილია 15 სახეობის ცოცხალი ყვავილის გამოყენებით © EPA 21.10.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი