ახალი ამბები

ირმა ნადირაშვილი: პრემიერმა და მისმა მეუღლემ ავიაბილეთში 20-20 ათასი ლარი გადაიხადეს

21 ოქტომბერი, 2014 • 993
ირმა ნადირაშვილი: პრემიერმა და მისმა მეუღლემ ავიაბილეთში 20-20 ათასი ლარი გადაიხადეს

ნადირაშვილის თქმით, დელეგაციის 34 წევრიდან მათ მხოლოდ 16 მათგანის სამივლინებო ხარჯები აქვთ. მისი ინფორმაციით, სასტუმრო “მანდარინ ორიენტალში” გადაიხადეს 175 651 ლარი, მგზავრობა დაჯდა 100 243 ლარი, ტრანსპორტით მომსახურება კი, 147 375 ლარი.

 

“ბიუჯეტიდანაა გადახდილი ასევე სასტუმროს დამატებითი ხარჯები, 25 694 ლარი, ანუ მინიბარის ხარჯი, სასმელის ხარჯი და სადილის ხარჯი”, – აცხადებს ნადირაშვილი.

 

ნადირაშვილის თქმით, პრემიერ–მინისტრმა და მისმა მეუღლემ ავიაბილეთში მიუნხენი–ნიუ იორკი–მიუნხენი თითოეულმა 20 000 ლარი გადაიხადა

 

“კარგად რომ აგიხსნათ, ეს არ იყო ბიზნეს–კლასი, რომელიც თავისთავად ძალიან კომფორტულია, ეს არ იყო პირველი კლასი, რომელიც ბიზნეს–კლასზე უფრო კომფორტულია, ეს იყო პირველი კლასის პერმიუმ–ბილეთი,”– ამბობს ნადირაშვილი.

 

ნიუ–იორკში საქართველოს პრემიერ–მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად 2014 წლის 22 სექტემბერს გაემგზავრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი