ახალი ამბები

თბილისის საკრებულო ქალთა მიმართ ძალადობას გმობს

21 ოქტომბერი, 2014 • 1594
თბილისის საკრებულო ქალთა მიმართ ძალადობას გმობს

საკრებულოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი გეგემავენ, ამ პრობლემის გადასაჭრელად გამართონ შეხვედრები ძალადობის პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორთან და მათთან ერთად იმსჯელონ ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე.

 

“გამომდინარე იქიდან, რომ ძალადობასთან ბრძოლის ერთ–ერთი ეფექტიანი გზა პრევენციული ღონისძიებების გატარებაა, თბილისის საკრებულო მზადაა მხარი დაუჭიროს ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც საზოგადოებაში არაძალადობის, ჰუმანიზმის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს,”– ნათქვამია განცხადებაში.

 

განცხადების მიხედვით, საკრებულო უსამძიმრებს თითოეული გარდაცვლილის ოჯახს და გრძნობს თავიანთ პასუხისმგებლობას ამ ადამიანურ ტრაგედიებში.

 

საქართველოში ქალთა გახშირებულ მკვლელობას არაერთი საპროტესტო აქცია მიეძღვნა. ერთ–ერთი მათგანი დღეს, 21 ოქტომბერს გაიმართა. აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების წამომადგენლები ოჯახური ძალადობის პრევენციისათვის არაფერს აკეთებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი