ახალი ამბები

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა UNFPA–ს ერთ–ერთი პრიორიტეტი იქნება

21 ოქტომბერი, 2014 • 1130
ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა UNFPA–ს ერთ–ერთი პრიორიტეტი იქნება

 

ზაჰიდ ჰაქი ამობს, რომ შეშფოთებულია ქალთა მკვლელობების რაოდენობის ზრდით, თუმცა კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ამ საკითხს ხელისუფლება სერიოზულად ეკიდება. მისი თქმით, ქალთა მიმართ ძალადობის ზრდა მათ მიერ უფრო მეტი ძალაუფლების მოპოვებას უკავშიერდება

 

“უფრო მეტი ძალაუფლება აქვთ ქალებს და შეუძლიათ, რომ ყოველგვარი დამალვის გარეშე, ღიად გადმოსცენ თავიანთი აზრები. ჩემი აზრით, ეს არის ამგვარი ძალადობის გახშირების ერთ–ერთი უპირველესი მიზეზი,”- ამბობს ზაჰიდ ჰაქი.

 

UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა ბაქრაძე კი ამბობს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა შეიძლება იყოს გამოვლინება იმისა, რომ მართლაც ხდება გარკვეული ძვრები ქალთა რეალური ემანსიპაციის თვალსაზრისით.

 

“ქალები უკვე ირჩევენ, რომ იყვნენ მეტად დამოუკიდებლები, ქონდეთ თავიანთი დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარი და შეცვალონ თავიანთი ცხოვრება,”- თქვა მან “ნეტგაზეთთან” საუბრისას 20 ოქტომბერზს, საქართველოსა და UNFPA-ს შორის თანამშრომლობის 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე.

 

რამდენიმე დღის წინ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოფილი ქმრის მიერ ლექტორის მკვლელობის გახმაურებული შემთხვევის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პოლიცია მხოლოდ მოძალადის გაფრთხილებით შემოიფარგლა და შემაკავებელი ორდერი არ გამოუწერია. 21 დეკემბერს, 13:00 საათზე კი საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან იგეგმება აქცია-პერფორმანსი, რომლის მიზანიც თანამედროვე საქართველოში ქალების მდგომარეობის – როლის და ფუნქციის აღწერა და ამ როლის გაპროტესტება იქნება.

 

ზაჰიდ ჰაქი ამობს, რომ ქალთა მიმართ ძალადობასთან საბრძოლველად სპეციალური პროგრამების შემუშავება არის საჭირო.

 

“ჩვენ გვინდა, რომ უშუალოდ მამაკაცები ჩავრთოთ ამ პროგრამაში, ისე, რომ მამაკაცთა ერთმა ჯგუფმა მიაწოდოს ინფორმაცია მამაკაცთა მეორე ჯგუფს. რათა მამაკაცებს შორის ინფორმირებულობის დონე ამაღლდეს ამ საკითხის შესახებ, იმიტომ, რომ ამგვარი მდგომარეობა აბსოლუტურად მიუღებელია,” – თქვა მან

 

თუმცა, მისივე თქმით, ეს დროებითი გამოსავალი იქნება. რაც შეეხება გრძელვადიან გეგმას, მისი თქმით, აუცილებელია, რომ სკოლაში გენდერული ურთიერთობების შესახებ პროგრამების დანერგვის ხელშეწყობა მოხდეს.

 

განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ამბობს, რომ სკოლებში გენდერული სწავლება არ მიმდინარეობს, მაგრამ, მისი თქმით, ხდება საკითხების ისეთ ჭრილში გადაყვანა, სადაც დაცული იქნება გენდერული თანასწორობის პრინციპები:

 

“თითოეული ამოცანის დაყენებისას, თითოეული თემის გაშლისას, ისე იქნება ეს თემები გაშლილი და ისე იქნება პრიორიტეტები განსაზღვრული, რომ დაცული იყოს გენდერული თანასწორობის პრინციპები. ეს საკითხი წამოწეული იქნება სხვადასხვა საგნების სწავლებაში თანაბრად,”- განაცხადა ლია გიგაურმა.

 

განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, ამ საკითხებს მასწავლებელთა ყველა ტრენინგ-მოდული გაითვალისწინებს.

 

ზაჰიდ ჰაქი ამბობს, რომ გაეროს მოსახლეობის ფონდმა უკვე დაიწყო პროგრამა,  სადაც მამაები უკითხავენ თავიანთ ქალიშვილებს

 

“ეს პროგრამა მხოლოდ თბილისში მიმდინარეობს და გვინდა, გავაფართოვოთ და მთელი საქართველო მოიცვას. ეს ძალიან კარგი მაგალითი იქნება ასეევე ბიჭებისთვისაც, იმიტომ, რომ ისინი შეხედავებნ, მამები როგორ ზრუნავენ თავიანთ ქალიშვილებზე,”- თქვა მან.

 

ლელა ბაქრაძემ კი გვითხრა, რომ ამ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა კომპლექსურ ძალისხმევას მოითხოვს – უნდა დაიხვეწოს კანონმდებლობის აღსრულების მექანიზმები და ამაღლდეს განმახორციელებელი სექტორების შესაძლებლობები, როგორებიც არის  პოლიცია, სასამართლო ხელისუფლება, ჯანდაცვის სექტორი, სოციალური დახმარების მხარე და ა.შ.

 

რამდენიმე დღის წინ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოფილი ქმრის მიერ ლექტორის მკვლელობის გახმაურებული შემთხვევის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პოლიცია მხოლოდ მოძალადის გაფრთხილებით შემოიფარგლა და შემაკავებელი ორდერი არ გამოუწერია. 21 დეკემბერს, 13:00 საათზე კი საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან გაიმართება აქცია-პერფორმანსი, რომლის მიზანი თანამედროვე საქართველოში ქალების მდგომარეობის – როლის და ფუნქციის აღწერა და ამ როლის გაპროტესტებაა.

 

ლელა ბაქრაძე ამბობს, საქართველომ უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები ოჯახურ ძალადობასთან საბრძოლველად.

 

“ადრე თუ გენდერული თანასწორობა  და ოჯახში ძალადობა იყო ძალიან ეფემერული და თითქოს დასავლეთის მიერ თავზე მოხვეული პრობლემები საქართველოსთვის, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში თითქოს არ არსებობდა. როდესაც ჩვენ დავიწყეთ ამაზე მუშაობა 2009 წელს, მაშინ ძალიან რთული იყო ამ კედლის გარღვევა და თქმა, რომ გენდერზე დაფუძნებული ძალადობა არის პრობლემა საქართველოში. ეს უკვე უზარმაზარი გარღვევაა, როდესაც სახელმწიფო პირები საუბრობენ ამაზე, რომ ეს პრობლემაა,”- ამბობს UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღანელი.

 

საქართველოში გენდერული ძალადობის აღმოფხვრა, რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან და ახალგაზრდების განვითარებასთან ერთად გაეროს მოსახლეობის ფონდის გამოწვევებს წარმოადგენს. ახლა UNFPA საქართველოში 2011-2015 წლების სამოქმედო გეგმას ახორციელებს. მათივე თქმით, იწყება მომდევნო ციკლის დაგაგმვა, რომელიც 2016-2020 წლებს მოიცავს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი