ახალი ამბები

გურჯაანში ქმარმა ცოლი მოკლა

18 ოქტომბერი, 2014 • • 1444
გურჯაანში ქმარმა ცოლი მოკლა
 
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა გურჯაანის რაიონის სოფელ დარჩეთში, თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას მის მეუღლეს 1946 წელს დაბადებულ ნათელა ჯ–ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
 
 
“სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად იური ჩ. გურჯაანში, სოფელ დარჩეთში მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ–ის 108–ე მუხლით).”

მასალების გადაბეჭდვის წესი