ახალი ამბები

კრემლი: სირიელი მეამბოხეებს გაწვრთნა თბილისი-მოსკოვის ურთიერთობებს დააზარალებს

3 ოქტომბერი, 2014 • • 914
კრემლი: სირიელი მეამბოხეებს გაწვრთნა თბილისი-მოსკოვის ურთიერთობებს დააზარალებს

 

“მოსკოვმა ყურადღება მიაქცია ცოტა ხნის წინ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში ამერიკული საწვრთნელი ბაზის შესაძლო შექმნის შესახებ სირიელი ოპოზიციოერებისთვის. ეს გადაწყვეტილება, თუ ის მიღებული იქნება, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობასა და უსაფრთხოებას სერიოზულ ზიანს მიაყენებს”, – ნათქვამია საგარე უწყების განცხადებაში.


ოფიციალური მოსკოვი ასევე აცხადებს, რომ თუ საქართველო ასეთი ბაზის შექმნის გადაწყვეტილებას მიიღებდა, ეს გარდაუვლად იქონიებდა ნეგატიურ ეფექტს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის არსებულ პროცესს.


“სწორედ ამიტომ, ჩვენ სერიოზულად მივიღეთ საქართველოს უარყოფა, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება”, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი