ეკონომიკა

მთავრობის სარეზერვო ფონდი შესაძლოა 20 მილიონი ლარით გაიზარდოს

2 ოქტომბერი, 2014 • • 1012
მთავრობის სარეზერვო ფონდი შესაძლოა 20 მილიონი ლარით გაიზარდოს

2015 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი მილიონი ლარით მეტს მიიღებს და 60.5 მლნ ლარით დაფინანსდება. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსება  2015  წელს უცვლელი დარჩება და 9 მლნ და 5 მლნ ლარს შეადგენს.


ავტონომიურ რესპუბლიკებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებზე გასაცემი ტრასფერების საერთო რაოდენობა მომავალ წელს 850 მლნ ლარამდე გაიზრდება.(2014 წლის გეგმა 795.9 მლნ ლარი).  ჯამური ოდენობიდან ყველაზე დიდ დაფინანსებას ცენტრალური ბიუჯეტიდან დედაქალაქი მიიღებს, რაც დაახლოებით 412 მლნ ლარი იქნება.


რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსება 2015 წელს 50 მლნ ლარით გაიზრდება და 300 მლნ ლარს მიაღწევს.

 

სახალხო დამცველის აპარატი 2015 წელს ბიუჯეტიდან 3.4 მლნ ლარს მიიღებს, რაც 100 ათასლარიანი ზრდაა 2014 წელს მიღებულ დაფინანსებასთან შედარებით.

 

2015 წლის ბიუჯეტის პროეტით იზრდება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელის დაფინანსება 40.8 მლნ ლარამდე. 2014 წელს საზოგადოებრივი მაუწყებელი 38 მლნ ლარით დაფინანსდა.

  

საპარლამენტო განხილვების შედეგად ბიუჯეტის პირველადმა პროექტმა შესაძლოა გარკვეული ცვლილებები განიცადოს, ვიდრე წლის ბოლომდე ბიუჯეტის კენჭისყრის საკითხი დადგება. 


მასალების გადაბეჭდვის წესი