ახალი ამბები

PACE-ს კომიტეტი: საპარლამენტო უმრავლესობაც და უმცირესობაც GPB-ის პოლიტიზებას ცდილობენ

30 სექტემბერი, 2014 • • 964
PACE-ს კომიტეტი: საპარლამენტო უმრავლესობაც და უმცირესობაც GPB-ის პოლიტიზებას ცდილობენ

“ანგარიშის სამუშაო დოკუმენტში ნათქვამია, რომ როგორც საპარლამენტო უმრავლესობა, ასევე, უმცირესობაც, პროცესის და ზოგადად მაუწყებლის პოლიტიზებას ცდილობენ.

 

ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლების მიერ ინიცირებული მედიარეფორმები წინა კანონმდებლობასთან შედარებით ეუთოს მიერ გაუმჯობესებად იყო შეფასებული. ასამბლეა მიესალმება, რომ ეს რეფორმები მის წინა რეკომენდაციებს პასუხობს, თუმცა წუხს, რომ რფორმები წინასაარჩევნო პოლიტიკურ გარემოში ზედმეტად პოლიტიზებული იყო.

ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს საზოგადოებრივი მაუწყებლის აშკარა პოლიტიზების და იმ სირთულეების გამო, რომლის წინაშეც პარლამენტი აღმოჩნდა ბორდში ზეპარტიული და დამოუკიდებელი მეურვეების არჩევის თვალსაზრისით. ეს შესაძლოა განხილულ იქნას, ესაა სიგნალი, რომ როგორც საპარლამენტო უმრავლესობა, ასევე, უმცირესობა სამეურვეო საბჭოს როგორც შემადგენლობის, ასევე, მუშაობის და, საბოლოო ჯამში, თვითონ საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიზებას ცდილობენ.

 

მაუწყებლობის შესახებ კანონის შემდგომი ცვლილებები პარლამენტს ავალდებულებს, რომ სამეურვეო საბჭოს წევრები იმ კანდიდატებისგან შეარჩიოს, რომელსაც მას დამოუკიდებელი და ზეპარტიული საზოგადოებრივი კომიტეტი შესთავაზებს.

ამ კონტექსტში ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, რომ მიიღოს გარდამვალი ზომები იმისათვის, რომ აღსრულდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ბორდის წინა წევრების დათხოვნასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია დოკუმენტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი