ახალი ამბები

პოლიციაში გენდერული ძალადობის საქმეებზე პასუხისმგებელი საპილოტე ჯგუფი შეიქმნება

29 სექტემბერი, 2014 • • 1091
პოლიციაში გენდერული ძალადობის საქმეებზე პასუხისმგებელი საპილოტე ჯგუფი შეიქმნება
შსს-ს ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერება.
 
 
მემორანდუმის მიხედვით, შსს პასუხისმგებლობას იღებს, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების ეფექტურობის გაზრდის და ამ მიზნით საქართველოს 3 საპილოტე რეგიონის პოლიციაში შეიქმნას ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის საქმეებზე პასუხისმგებელი სპეციალიზებული ჯგუფები.
 
 
შსს-ს ცნობით, აღნიშნულ ჯგუფებს ჩაუტარდათ ტრენინგები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მოქმედ სამართლებრივ მექანიზმსა და სექსუალურ ძალადობაგანცდილ მსხვერპლებთან და დაზარალებულებთან მოპყრობის თავისებურებაზე.
 
 
დოკუმენტს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ერიკა კვაპილოვამ მოაწერეს ხელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი