ახალი ამბები

ბრალდებულის შეწყალების სანაცვლოდ 15 ათასი ლარის დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

29 სექტემბერი, 2014 • • 970
ბრალდებულის შეწყალების სანაცვლოდ 15 ათასი ლარის დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული ერთ-ერთ მოქალაქეს დაპირდა, რომ ბრალდებული პირის შეწყალების სანაცვლოდ, სასჯელაღსრულების სისტემის და შეწყალების კომისიის მაღალჩინოსნებს გადასცემდა 15 000 აშშ დოლარს, რის შედეგადაც ბრალდებული სასჯელისაგან გათავისუფლდებოდა. 

 

საგამოძებო სამსახურის ცნობით, 15 ათას ლარს დაკავებული თაღლითურად თავად დაეუფლა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას  6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი