კომენტარი

პეტიცია: მოვუწოდებთ სამინისტროს ვეტერინარებისთვის ადამიანის წამლების რეცეპტით გამოწერის უფლება უზრუნველყოს

29 სექტემბერი, 2014 • • 1498
პეტიცია: მოვუწოდებთ სამინისტროს ვეტერინარებისთვის ადამიანის წამლების რეცეპტით გამოწერის უფლება უზრუნველყოს

“ამა წლის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა გარკვეული კატეგორიის წამლების ურეცეპტოდ გაცემის აკრძალვა. ქართულ ცხოველთა დამცავ ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ ეს აკრძალვა მიღებული იქნა ვეტერინარიის სფეროში მისი შედეგების გათვალისწინების გარეშე . მთელს მსოფლიოში ვეტერინარიაში ვეტერინარულ მედიკამენტებთან ერთად გამოიყენება ადამიანის წამლებიც და აღნიშნული შეზღუდვა აუცილებლად აისახება ცხოველების მკურნალობაზე. 

 

საუბედუროდ, მთვრობა, რომელიც აცხადებს, რომ ევროგაერთიანებისკენ მიჰყავს ქვეყნა, ევროასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ შოკის მომგვრელ სურპრიზს უკეთებს ცხოველთა მოყვარულ, ჰუმანურ საზოგადოებას საქართველოში და ცხოველებს ტოვებს პირველი ჯგუფის მედიკამენტების გარეშე (რომელშიც შედის ეპილეფსიის წამლები), ფაქტიურად აძვირებს, ართულებს და რეგიონებში შეუძლებელსაც კი ხდის მე–2 ჯგუფის წამლების, მათ შორის ანტიბიოტიკების, გამოყენებას ცხოველებში და ამით ხელს უშლის ჰუმანურ საზოგადოებას მოსახლეობასთან მუშაობაში.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჯანდაცვას შორის მიღებული შეთნხმება, რომელიც მხოლოდ რეგისტრირებული კლინიკების ვეტერინარებს აძლევს უფლებას წინასწარ შეისყიდონ წამლები და შექმნან ე.წ. წამლების დეპოები იმის წინასწარ გათვალისწინებით, თუ რამდენი პაციენტი ეყოლება მომავალში და რა დაავადებებით მოაკითხავენ სავარაუდოდ, არის სრულიად გაუგონარი და უპერსპექტივო. საქართველოს ჰუმანური საზოგადოება იძულებულია განმრტოს, რომ საქართველოს ვეტერინარების აბსოლუტური უმრავლესობა ისეთივე ფინანსური შესაძლებლობის არის, რაც დანარჩენი მოსახლეობა. ამიტომ უმრავლესობას არ აქვთ შესაძლებლობა, გახსნან კლინიკები, იყიდონ აპარატურა და შეისყიდონ უამრავი ძვირადღირებული წამლები. მოსალოდნელი შედეგები შემდეგია:

1. მიღწეული გაადაწყვეტილება მხოლოდ 1–2 კომერციულ კლინიკას მისცემს საშუალებას გაავრცელოს ადამიანის მედიკამენტები და გზას უჭრის კარგ პროფესიონალებს, რომლებიც კომერციულ კლინიკებში არ მუშაობენ ვეტერინაარულ საქმიანობაში ადამინების წამლების გამოყენებაში.

2. განსააკუთრების კატასტროფული შედეგები იქნება სოფლის რეგიონში სადაც არ არსებობენ ვეტერინარული კლინიკები და წამლების დეპოებზე ლაპარაკი სრულიად უაზრო ხდება.

3. ყურადღება მისაქცევია შემდეგი გარემოებაც: წამლებს სჭირდება შენახვის შესაბმისი პირობები. ვეტ კლინიკების უმრავლესობას ამ სიტუაციისათვის გათვალისწინებული სივრცე და მაცივრები არ გააჩნიათ. აქტივობა დაკარგული პრეპარატებისთვის ცხოველების გამეტება სულ მცირე საუკუნეს და ჰუმანიზმს აცდენილია.

4. გარდა ამისა მოსალოდნელია რომ მრავალი არაკეთილსიდნისიერი ვეტერინარი ისარგებლებს სიტუაციით და წამლებს არაადექვატურად გააძვირებს (სხვადასხვა გზით: ჩართავს მომსახურების საფასურში ან გაატარებს ხარჯებში და ა.შ.) და ამის დარეგულირების არანაირი მექანიზმები არ იარსებებს.

5. ასეთ სიტუაციაში უამრავი ცხოველი დარჩება მკურნალობის გარეშე და მოსახლეობის დიდი ნაწილი აირჩევს აღარ იწვალოს ამაოდ და მოიშოროს ცხოველი. ეს დაბადებს მხოლოდ სისასტიკეს და გაამრავლებს მას. ეს სიტუაცია კიდევ უფრო მწვავდება ცხოველთა დაცვის კანონმდებლობის არარსებობის და ცხოველთა კეთილდღეობის სფეროში მოსახლეობის შეგნების განსკუთრებით დაბალი დონის პირობებში.

მართალია, ეს ყველაფერი ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების შედეგია, მაგრამ სამთავრობო უწყებებმა უნდა იმუშაონ ურთიეთშეთნხმებით და სინქრონულად. ამიტომ ვეტერინარიის სფეროში გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელი სოფლის მეურნეობის სამინისტროა, რომელმაც ჯანდაცვის სამინისტროს უნდა შემხვედრი წინადადება დაახვედროს და არ დააზიანოს მის სფეროში მყოფი ცხოველები და მათი მეპატრონეები. 

ევროგაერთიანების ქვეყნებში სწორედ სოფლის მეურნეობის სამინისტროები ან შესაბამისი უწყებები ქმნიან კანონს, რომელსაც ეწოდება კასკადის კანონი რაც სახეობათა შორის მედიკმენტების გამოყენებას შეეხება (მათ შორის ადამიანის მედიკამენტებისა ცხოველებზე). ეს კანონი ითვალისწინებს ადამიანის მედიკამენტების გამოწერას ცხოველებისთვის. კანონში გაწერილია თუ რომელი მედიკამენტი გაიცემა ვეტკლინკის დეპოდან და რომელი გაიცემა ადამიანის აფთიაქებიდან ვეტერინარის რეცეპტის საფუძველზე. კანონში გაწერილია ვეტერინარის პასუხისმგებლობა. ევროგაერთიანების ქვეყნებში კანონი კასკადური სისტემით მედიკამენტების გამოწერის შესახებ მიღებულია იმის გათვალისწინებით (როგორც კანონის პრეამბულაშია გაცხადებული), რომ ევროგაერთიანების ქვეყნებშიც კი ვეტერინარული პრეპარატების არჩევანი გაცილებით მწირია ვიდრე ადამიანის მედიკამენტების არჩევანი. და თუ ეს ასეა ევროპაში, მით უფრო მწვავეა ეს პრობლემა საქართველოში. ამიტომ საქართველოს მთავრობამ და კერძოდ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და ჯანდაცვის სამინისტრომ, უნდა გაითვლისწინოს არსებული რეალობა და მისცეს საშუალება ვეტერინარებს გამოწერონ რეცეპტები, რომლებსაც ძალა ექნება ადამიანების აფთიაქებში.


ასე რომ, მოვითხოვთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან ამ სიტუაციის დროზე გარკვევას და ადამიანის წამლებით ცხოველების მკურნალობის საშუალების მიცემას მოსახლეობისათვის ვეტერინარის მიერ გამოწერილი რეცეპტის საფუძველზე. თუ ეს ასე არ მოხდება, მაშინ მივმრთვთ ევროგერთინების შესბამის ორგნიზციებს და მათი დახმრებით შევეცდებით ამ გადაწყვეტილების მიღებას”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პეტიციის ავტორები ავრცელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი