ახალი ამბები

სიჭინავა მსაჯების საქმეზე: მთავარია, ვინ არის შემკვეთი

24 სექტემბერი, 2014 • • 1114
სიჭინავა მსაჯების საქმეზე: მთავარია, ვინ არის შემკვეთი

წლიწადნახევარია, რაც ჩვენ უეფასთან მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი და ამაზე მუშაობა დაიწყო, მივმართეთ შსს-ს და შედეგიანადაც ვთანამშრომლობთ. დღეს რაც მოხდა, ბოლო წლების თანამშრომლობის შედეგია. ორი კვირის წინ იყო ჩვენი და შსს-ს თანამშრომლების ბოლო შეხვედრა. ყველა იმ ინფორმაციას, რომელსაც უეფასგან ვიღებდით, ჩვენ შსს-ს ვაწვდიდით. საუბარია იმ თამაშებზე, რომელიც ეჭვებს იწვევდა. ამაში ჩვენთვის ახალი არაფერია. მთავარი არის ის, თუ ვინ არის შემკვეთი, ვის ინტერესებს იცავდნენ მსაჯები, მაინტერესებს ვინაა მეორე მხარე”, – განუცხადა სიჭინავამ რუსთავი 2-ს. 

 


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა კომიტეტის ეროვნული კატეგორიის რვა არბიტრი დააკავა. შსს-ს ამ დრომდე არ გაუვრცელებია ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვინ იყვნენ მსაჯების მომსყიდველი პირები.

მასალების გადაბეჭდვის წესი