ახალი ამბები

კრემლს რუსეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი ახალი საგზაო პროექტების განხორციელება სურს

24 სექტემბერი, 2014 • • 1009
კრემლს რუსეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი ახალი საგზაო პროექტების განხორციელება სურს

კარასინის თქმით, საუბარია იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში არსებობდა:

 

“უახლოეს პერსპექტივაში შესაძლოა მიღწეულ იქნას შეთანხმებები კონკრეტული ინფრასტრუქტურლი პროექტების შესახებ. საბჭოთა პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე არსებობდა გზების და გვირაბების პროექტები, რომლებსაც რუსეთში მივყავდით. ეს პროექტები არ მომკვდარა, ისინი ცოცხალია”, – განაცხადა კარასინმა, იმედის ცნობით, და დასძინა, რომ ეს პროექტები ლარსის ალტერნატივა უნდა გახდეს: 


საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ კარასინთან მსგავს პროექტებზე მოლაპარაკებები არ ჰქონია. იმედის ინფორმაციით, საუბარი შესაძლოა იყოს რუსეთისა და საქართველოს დამაკავშირებელ ხუთ გზაზე, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის კახეთში, რაჭაში, შიდა ქართლსა თუ აფხაზეთში უნდა განხორციელდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი