ახალი ამბები

ზვიად ჯანყარაშვილი შესაძლოა “ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივნად დაინიშნოს

22 სექტემბერი, 2014 • • 1140
ზვიად ჯანყარაშვილი შესაძლოა “ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივნად დაინიშნოს

“ქართული ოცნების” იურიდიულ საკითხთა სამსახურის უფროსი თედო კობახიძე აცხადებს, რომ ზვიად ჯანყარაშვილის კანდიდატურა ნამდვილად განიხილება:

 

“პარტიას კონტროლს ფინანსური კუთხით გაუწევს. ამავე დროს, მას დაექვემდებარება შიდა კონტროლის სამსახური და ეს იქნება ერთ–ერთი ძლიერი რგოლი, რომელსაც ჯანყარაშვილი უხელმზღვანელებს.”

 

“ქართული ოცნების” მომქმედი აღმასრულებელი მდივანი არმაზ ახვლედიანი ინფორმირებული არაა ამ სიახლის თაობაზე:

 

“არ ვიცი, ვისგან მოდის ეს, სად იყო განხილული. დარწმუნებული ვარ, რომ ეს განხილვა მოხდება. მე არ ვიცნობ ამ ადამიანს, არ ვიცი, ვისზეა საუბარი.”

 

იგივეს იმეორებს პარლამენტის ვიცე–სპიკერი:

 

“ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია მაქვს. ზოგადად, პარტია ემზადება ყრილობისთვის,”– აღნიშნავს მანანა კობახიძე.

 

გენერალური ინსპექციის უფროსი ზვიად ჯანყარაშვილი თანამდებობიდან 15 აპრილს გადადგა. ის საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის დისშვილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი