ახალი ამბები

პარლამენტი 1 155 600 ლარად თბილისში ფარეხის შეძენას გეგმავს

18 სექტემბერი, 2014 • • 1124
პარლამენტი 1 155 600  ლარად თბილისში ფარეხის შეძენას გეგმავს

კერძოდ, დადგენილების თანახმად, პარლამენტი 1 155 600 ლარს ცენტრალურ ბიუჯეტში დააბრუნებს.  საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი განმარტავს, რომ ამ თანხით პარლამენტი თბილისში ფარეხის შეძენას აპირებს:

 

“საქართველოს პარლამენტს თბილისში ესაჭიროება ის ადგილები, სადაც შეიძლება გაჩერდეს ავტომანქანა. იქ სკოლაა, დასახლებული ადგილია და შეუძლებელია პარლამენტის წევრმა ან თანამშრომელმა გააჩეროს მანქანა. წინა მოწვევის პარლამენტს გვერდით მდებარე შენობის მეპატრონესთან დადებული ჰქონდა ხელშეკრულება, რომ მათი ფარეხის ნაწილი აღბული იქნებოდა იჯარით, ან იჯარა–გამოსყიდვით. დღეს, როცა პარლამენტი მუშაობს თბილისში, ისევე როგორც ქუთაისში, პარლამენტს ჭირდება ფარეხი. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ შესყიდვა განვახორციელოთ, ნაცვლად ყოველწლიურად იჯარის გადახდისა. ეს თანხები გადაცემული იქნება ცენტრალურ ბიუჯეტზე, ისინი როცა შეისყიდიან, შემდეგ გადმოვა პარლამენტის ბალანსზე,”– განაცხადა ონოფრიშვილმა.

 

უმცირესობა კი აცხადებს, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელი ქუთაისია და თბილისში ფარეხის შეძენა სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაა:

 

“თბილისი არ არის პარლამენტის ადგილსამყოფელი. ეს დიდი თანხაა, ეს სხვა არაფერია, სახელმწიფო–საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის გარდა და ამ დადგენილების მიღების შემთხვევაში ჩვენ მას გავასაჩვირებთ,”– განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი