ახალი ამბები

დავით ნარმანია: ბაზრობის დაწვის შედეგად დაზარალებულები კომპენსაციას მიიღებენ (ვიდეო)

16 სექტემბერი, 2014 • • 1182
დავით ნარმანია: ბაზრობის დაწვის შედეგად დაზარალებულები კომპენსაციას მიიღებენ (ვიდეო)

 

“ჩვენ ვესაუბრეთ დაზარალებულ ადამაინებს, ასევე შეხვედრა შედგა [ბაზრის] ადმინისტრაციასთან, ვესაუბრეთ სააქციო სააზგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, მეწილეებს, რომლებიც იღებენ პასუხისმბელობას, რომ აღმოუჩნონ დახმარება დაზარალებულ ადამიანებს. დღესვე შედგა სამთვალყურეო საბჭოს სხდომა. ეს ოქმები შედგება, რათა კონკრეტული დოკუმენტი ჰქონდეთ ხელთ და ამ დოკუმენტით იყოს განსაზღვრული ის, თუ რა პასუხისმგებლობას იღებს კომპანია. გარდა ამისა, კომპანიას ბანკიდან ფინანსური რესურსის მიღების შესაძლებლობა აქვს და, შესაბამისად, ამ ადამიანებს აღმოუჩენენ დახმარებას. მეორე ნაწილი მიღებული დაფინასებისა მოხმარდება მიმდებარე ტეტერიტორიის კეთილმოწოყბას, მათ მერიაში უკვე ჰქონდათ შემოტანილი პროექტი, რომელსაც ჩვენ ძალიან სწრაფად განვიხილავთ და მივცემთ თანხმობას ახალი ფორმით განაშენიანებასთან დაკავშირებით. ასევე, დაზიანებული ტერიტორიის დასუფთავების საკითხებში დავემახარებით ადმინისტრაციას. გარდა ამისა, რამდენიმე ოჯახს მიადგა ზიანი, დაზაინებულია [მათი სახლები ]სახურავები და ამ სახურავების აღდგენაზე მერია იზრუნებს”, – განაცხადა ნარმანიამ.

 

მისივე თქმით, დაზარალებულები კომპენსაციას კომპანიისაგან ფულადი სახით მიიღებენ, ხოლო ის, თუ ვის, რა თანხა გადაეცემა, ბაზრის მმართველებსა და მოვაჭრეებს შორის ინდივიდუალური მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდება:

“დახამრების მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალურად ადამიანებსა და კომპანიას შორის…. მათ შორის მოლაპარაკების საგანი და თემაა ეს. ჩვენი რაიონული გამგეობა შუამავლის როლს ითამაშებს და ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებს”, – განაცხადა ნარმანიამ.


თბილისში, “ბოშების ბაზრობზე” გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 500 კვადრატული მეტრი ფართი დაიწვა. ხანძარი წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე რამდენიმე სახლის სახურავსაც გადაედო. შეტყობინება ხანძრის შესახებ 112–ზე 16 სეტემბერს დილის 6 საათზე შევიდა.


ბოშების ბაზარში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ეჭვობენ, რომ ხანძარი მიზანმიმართულად გააჩინეს. რესპოდენტები, რომლებსაც ნეტგაზეთი ესაუბრა, ამბობენ, რომ მათი სამრეწველო საქონელი ხანძრის გაჩენამდე გაიტანეს.


15:20-ზე ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქარმა ხანძრის კერა გააღვივა და ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. მეხანძრეებმა მისი ჩაქრობა შეძლეს.

“ბოშების ბაზარში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს თბილსის მერი დავით ნარმანია შეხვდა. დაზარალებულები თბილისის მერს დილიდან ელოდებიან, თუმცა ის ადგილზე დაახლოებით 14:30 საათზე მივიდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი