ახალი ამბები

ანონსი – 16 სექტემბერი

16 სექტემბერი, 2014 • • 1071
ანონსი – 16 სექტემბერი

09:45 საათზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და კვების მინისტრი იგორ შვაიკა ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.  პრესკონფერენცია გაიმართება სოფლის მეურნეობის სამინისტროში მის: მარშალ გელოვანის #6 

 

11:00 სთ-ზე სასტუმროში ,,ჰოლიდეი ინ” ოთარ დანელია და  იგორ შვაიკა საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმს გახსნიან. 

 

11:00-ზე პოლიტიკურ და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ მაისაია საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ნატოს სამიტის შედეგები და მოსალოდნელი საფრთხეები „ისლამური ხალიფატის“ სახით. მისამართი“ უშანგი ჩხეიძის 23.

 

11:00  საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და კომპანია  იუ-ჯი-თის  ვიცე-პრეზიდენტი შვეიცარიიდან, თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში პირველკლასელებთან შესახვედრად მივლენ და ახალი კომპიუტერების  შეფასებებს მათგან და მათი დამრიგებლებისაგან მოისმენენ.

 

11:00 საათზე საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ბრიფინგს გამართავენ. თემა: ბიუჯეტი.  

 

12:00-ზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზურა აბაშიძე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. მისამართი“ უშანგი ჩხეიძის 23

 

12:30 სთ-ზე “პირველ პრესკლუბში” ექსპერტი ნიკა ჩიტაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, პრემიერის და პრეზიდენტის ურთიერთობა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. 

 

12:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში საბურთალოს გამგეობის ყოფილი თანამშრომლები უკანონოდ განთავისუფლების შესახებ განცხადებას გააკეთებენ.

 

13:00 სთ-ზე “პირველ პრესკლუბის” სტუმარი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი გულიკო ზუმბაძე იქნება. თემა: ახალი სასწავლო წელი.

 

13:15 სთ-ზე “პირველ პრესკლუბში” ექსპერტი კახი კახიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

 

16:00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება. მის: ლერმონტოვის #10

 

17:00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება, რომელზეც მიწის ლეგალიზების კომისიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. მის: ლერმონტოვის #10

მასალების გადაბეჭდვის წესი