ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ახალი სასწავლო წლიდან დოქტორანტებს სამწლიანი დაფინანსების მოპოვება შეეძლებათ

15 სექტემბერი, 2014 • • 856
ღარიბაშვილი: ახალი სასწავლო წლიდან დოქტორანტებს სამწლიანი დაფინანსების მოპოვება შეეძლებათ

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენეტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მთავრობამ წამოიწყო რამდნიმე პროექტი, რომელიც უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების სწავლისა და კვლევის ხარისხის ამაღლებას ისახავს მიზნად.

 

“წელს ავამოქმედებთ მაგისტრანტთა სასწავლო კვლევითი პროექტების დაფინანსების პროგრამას, რომელიც ხელს შეუწყობს მაგისტრანტების სწავლის ხარისხის ამაღლებას და მათ სამეცნიერო კვლევებში ჩართულობას. წლევანდელი სასწავლო წლიდან დოქტორანტებს ექნებათ საშუალება, დაფინანსება მოიპოვონ სამი წლის ვადით, წელიწადში 20 ათასი ლარის ოდენობით. დაფინანსდა ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი – დავიწყეთ ლაბორატორიის რეაბილიტაცია და აღჭურვა”, – განაცხადა ირაკლი ღაიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი