ახალი ამბები

ივანიშვილი: ჩემი სავარაუდო ჟურნალისტობა ერთ-ერთი საბუთი იყო იმისა, რომ კვლავ გვისმენენ

15 სექტემბერი, 2014 • • 993
ივანიშვილი: ჩემი სავარაუდო ჟურნალისტობა ერთ-ერთი საბუთი იყო იმისა, რომ კვლავ გვისმენენ

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანშვილის განცხადებით, მისი შესაძლო ჟურნალისტობა შეიძლება იყოს საბუთი იმისა, რომ საქართველოში ტელეფონები კვლავ ისმინება, მათ შორის მისი ტელეფონიც.

 

“რაც შეეხება ჩემს სავარაუდო ჟურნალისტობას, სხვათა შორის, ეს თემა ერთ-ერთი საბუთი იყო იმისა, რომ ტელეფონებზე კვლავ გვისმენენ, მათ შორის – მეც. სავარაუდო ჟურნალისტობაზე აბსოლუტურად განსჯის სახით ვესაუბრებოდი ვიღაცას და მეორე დღეს ჟორჟოლიანმა ეს ტელევიზიით გადმოსცა. არ ვიცი, რა და როგორ არის… ისე, შეიძლება მართლაც მოხდეს ისე, რომ მე გადაცემის თანაწამყვანი და ჟურნალისტი ვიყო. თუმცა, ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვარ”, – განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილს მიაჩნია, რომ მისი საზოგადოებრივი აქტიურობა საჭიროდ მიაჩნია, თუმცა, რა ფორმით ჩაერთვება საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ჯერ ზუსტად არ იცის.

 

“მაქვს პროექტების რამდენიმე ვარიანტი. ყველაფერი ეს ემსახურება იმას, რომ მე უფრო აქტიური ვიყო და ხშირად დავაფიქსირო ჩემი დამოკიდებულება საზოგადოების სხვადასხვა ტიპის პრობლემებზე. მაქვს სურვილი, მივიღო მონაწილეობა მიმდინარე პროცესების ანალიზში და ჩავერთო დისკუსიაში იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ქართული საზოგადოების განვითარების სტრატეგია”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ყველაზე ადრე, ერთ თვეში, და ყველაზე გვიან, ახალ წლამდე, ერთ-ერთ პროექტში მიიღებს მონაწილეობა. თუმცა, რომელ პროექტში – ამაზე ჯერ არ საუბრობს. 

 

“დღეს მთავარი პრობლემა არის ის, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილს არარეალური განცდა, არარეალური მოლოდინი აქვს, არასწორად აღიქმება რეალობა. თუ ჩვენ არ გავაცნობიერეთ რეალურად, სად ვართ დღეს, რისი გაკეთება შეგვიძლია, რა გვინდა (იმავდროულად, უნდა დავგეგმოთ, რა უნდა მივიღოთ 10 თუ 20 წლის შემდეგ), საით ვისწრაფვით და არ შედგა ფართომასშტაბიანი კონსენსუსი საზოგადოებაში, მისი განვითარება რთული იქნება”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი