ახალი ამბები

შსს აცხადებს, რომ ფონიჭალაში სპეცოპერაციის შედეგად ნარკორეალიზატორი დააკავა

9 სექტემბერი, 2014 • • 1138
შსს აცხადებს, რომ ფონიჭალაში სპეცოპერაციის შედეგად ნარკორეალიზატორი დააკავა

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ელშად ფ-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია მოახდინა. ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი. სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული სისტემატურად ახდენდა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.


ფონიჭალაში სპეცოერაცია დილიდან მიმდინარეობდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი