ახალი ამბები

წულუკიანი: მშობლები კმაყოფილი არიან, რომ თავიანთი ბიჭები 12 საათზე იყვნენ შინ

8 სექტემბერი, 2014 • • 1033
წულუკიანი: მშობლები კმაყოფილი არიან, რომ თავიანთი ბიჭები 12 საათზე იყვნენ შინ

თეა წულუკიანის თქმით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი მუდმივად ვერ განხორციელდება: 

 

“ის ზომები, რაც გატარდა, არა მხოლოდ დროული იყო, არამედ საზოგადოების მოთხოვნაც. კანონის შესაბამისად ხორციელდება ხილული მასობრივი ღონისძიება,  რომელიც შეზღუდულია დროში, ყოველდღე ასე ვერ იქნება, შინაგან საქმეთა მინისტრმა მთავრობასთან შეთანხმებით დაგეგმა, რათა საზოგადოებამ ნახოს, რა ტიპის პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს პოლიცია.”

 

წულუკიანის თქმით, მას, როგორც მოქალაქეს, ალექსანდრე ჭიკაიძე მოსწონს:

 

“მე ვფიქრობ, რომ ჭიკაიძე არ არის მთავრობის სუსტი წერტილი. ის შეიძლება თავს ვერ იპიარებს, მაგრამ მერწმუნეთ, დღე და ღამე მუშაობს იმისთვის, რომ უდანაშაულო ადამიანი არ მოხვდეს ციხეში. ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს იმას, რომ ქუჩებში შემოწმებების დროს დანაშაულს ხელში არ მოყვეს უდანაშაულო ადამიანი. არ მგონია, რომ მთავრობაში ვინმეს ჰქონდეს ისეთი რთული პოზიცია, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს.”

 

ბოლო დღეების განმავლობაში  სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” არერთმა მომხმარებელმა დაწერა პოლიციის მიერ მოქალაქეების შემოწმების და ჩხრეკის შესახებ. შსს-ში აცხადებენ, რომ მოქალაქეებს პოლიციის შესახებ კანონის 22-ე და 24-ე მუხლების საფუძველზე ამოწმებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი