ახალი ამბები

რუსეთის უნივერსიტეტებში საქართველოდან 88 აბიტურიენტი ჩაირიცხა

5 სექტემბერი, 2014 • • 990
რუსეთის უნივერსიტეტებში საქართველოდან 88 აბიტურიენტი ჩაირიცხა

პროგრამა საზღვარგარეთ მყოფი რუს თანამემამულეთა მხარდაჭერას გულისხმობდა. ამის შესახებ დღეს, 5 სექტემბერს რია-ნოვოსტის თბილისის პრეს-ცენტრში გამართულ ბრიფინგზე ვალერი სვარჩუკმა, “საქართველოში რუს თანამემამულეთა კავშირის” პრეზიდენტმა განაცხადა.

 

“ეს პროგრამა 20 წელია არსებობს. ჩვენ ყოველწლიურად რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩვენს თანამემამულეებსა და მათ შვილებს სასწავლებლად ვგზავნით. ამ წელს რუსეთის სასწავლებლებში გამოცდების გარეშე, რუსეთის ბიუჯეტის ხარჯზე, 88 აბიტურიენტი ჩაირიცხა,”- განაცხადა სვარჩუკმა.

 

მისივე თქმით, სტუდენტები საქართველოდან რუსეთში ბაკალავრიატზე, მაგისტრატურაზე, ორდინატურასა და ასპირანტურაში ისწავლიან. 

 

აბიტურიენტები საქართველოდან რუსეთის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის მოსკოვში, სანკტ-პეტერბრუგში, სტავროპოლში, ვოლგოგრადსა და კალინინგრადში ისწავლიან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი