ახალი ამბები

ანონსი – 29 აგვისტო

28 აგვისტო, 2014 • • 1271
ანონსი – 29 აგვისტო

11:00 – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის 133-ე საჯარო სკოლას ეწვევა და სამინისტროს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, პირადად გაეცნობა სკოლის სარემონტო სამუშაების მიმდინარეობას. ადგილი: 133-ე საჯარო სკოლა მისამართი: სანზონა, ვარდისუბნის 8 (ჩასახვევი გურამიშვილის ქუჩის 50-თან).

 

12:00 – ეროვნულ კინოცენტრში გაიმართება პრესკონფერენცია ნიქოზის ანიმაციურ ფესტივალთან დაკავშირებით. ფესტივალი ცხინვალიდან 1 კილომეტრში 1 სექტემბერს გაიხსნება.

 

12:00 – ამბროლაურში გაიმართება ფოლკლორული ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ფოლკლორული კოლექტივები, შემსრულებლები და სახალხო მთქმელები. გამოიფინება ადგილობრივი ნაწარმი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნიმუშები. 

 

12:00 – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სულიერ ლიდერთან, ფაშა ზადესთან თბილისი, იუსტიციის სახლი.

 

12:00 – პრაიმტაიმის პრესკლუბში პარტია „ევროპელი დემოკრატების ლიდერი“ პაატა დავითაია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: აფხაზეთისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროების გაერთიანება, უკრაინაში განვითარებული მოვლენები და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.

 

12:00 – “პირველ პრესკლუბში” იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები, რომლებიც უერთდებიან კოალიცია “ევრაზიული არჩევანი- საქართველოს” მიერ, აშშ-ს საელჩოს შენობასთან დაგეგმილ 3 სექტემბრის აქციას პრეკონფერენცის გამართავენ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტატქო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

19:00 – თბილისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან უკრაინის მხარდასაჭერი სოლიდარობის აქცია გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი