ახალი ამბები

ენერგო პრო ჯორჯიას მომხარებლებისთვის დენის ტარიფი არ გაიზრდება

22 აგვისტო, 2014 • • 1661
ენერგო პრო ჯორჯიას მომხარებლებისთვის დენის ტარიფი არ გაიზრდება

ენერგო პრო ჯორჯიას მომხარებლებისთვის 100 კილოვატზე ტარიფმა 7,63 თეთრი შეადგინა. 101-დან 300 კილოვატამდე -11 თეთრი. 301 კილოვატიდან – 14,83 თეთრი. სემეკმა ეს ტარიფი ახალი მეთოდოლოგიით დაითვალა. ენერგო პრო ჯოროჯიას მიერ წარმოდგენილი მასალების თანხამად კომპანია 2015 წელს ინვესტიციების სახით განახორციელებს 68 345 864 ლარს და წლიური ცვეთა შეადგენს 2 759 353 ლარს.


 

2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განხორციელებული სახელისუფლებო ცვლილებების შედეგად, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა მთავრობამ დენის ტარიფი 3-3 თეთრით გააიფა და შედეგად, “ენერგო პრო ჯორჯიას” აბონენტებისთვის დღეს ასეთი ტარიფი მოქმედებს:

 

 

 

აბონენტებისთვის, რომლებიც 101 კილოვატსაათის ჩათვლით მოიხმარენ დენს, ტარიფი 9.44 თეთრია, 101-დან 301-ის ჩათვლით – 12.98 თეთრი. ეს ტარიფი ძალაში იყო 2013 წლის 31 მარტის ჩათვლით, თუმცა მთავრობამ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც დღემდე საიდუმლოა, 2 წლის ვადით გაახანგრძლივა და იმ აბონენტებისთვის, რომლებიც 100 კვტსთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, ტარიფი კიდევ ნახევარი თეთრით გაიაფდა:

 

 

 

“ჩვენ მივაღწიეთ, რომ გაფორმდეს ახალი ხელშეკრულება, ოთხი წლით “თელასთან” და ორი წლის ვადით “ენერგო პროსთან… ორი წლის მერე ისევ შესაძლებელია მოხდეს ტარიფების გადახედვა და იგივეს გავაკეთებთ”, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ 2013 წლის 29 მარტს.

 

 

 

სემეკში აცხადებენ, რომ ტარიფების დადგენის ახალ მეთოდოლიგიაში მნიშვნელოვანია ლიცენზიანტის მიერ განხორციელებული ინვესტიციების კომპონენტი, რომლის მიხედვითაც მოხდება ახალი ტარიფის დაანგარიშება.

 

 

 

ნიკოლაი ნიკოლოვის თქმით, 2014 წელს “ენერგო პრო ჯორჯიამ” 55 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა, რაც დაიხარჯა ქსელის რეაბიოლიტაციაზე, “თუმცა, როგორც დავინახეთ, საკმარისი არ იყო”, – განაცხადა ნიკოლოვმა.

 

 

 

ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიით ამარაგებს აჭარის, სამეგრელოს, ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის რეგიონებში 971 000 აბონენტს. ამასთანავე, კომპანია საქართველოში 15-მდე ჰესის მფლობელია, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 470 მეგავატამდეა.


მასალების გადაბეჭდვის წესი