ახალი ამბები

დარიალში მეწყერის დროს დაკარგული ერთი ადამიანის გვამი იპოვეს

21 აგვისტო, 2014 • 1379
დარიალში მეწყერის დროს დაკარგული ერთი ადამიანის გვამი იპოვეს

 

მეწყერი დარიალის ხეობაში 20 აგვისტოს, საღამოს 22 საათზე ჩამოწვა. კლდოვან-ყინულოვანი მასა დევდორაკის ხეობაში მოწყდა.   ღვარცოფის შედეგად  350–400 ათასი კუბი მიწა ჩამოვიდა, რის გამოც სამხედრო გზის მონაკვეთი მწყობრიდან გამოვიდა, ჩრდილოეთ–სამხრეთის  1200 მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენი დაზიანდა, ასევე დაზიანდა ლარსის ჰესი, დაიტბორა  ლარსის საბაჟო-გამშვები პუნტი და “დარიალჰესის” გვირაბი.

 

მეწყერი დარიალის ხეობაში 2014 წლის 17 მაისსაც ჩამოწვა. სოფელ გველეთთან მდინარე დევდორაკისა და თერგის შესართავთან მთის მასივი ჩამოიშალა, რამაც დააზიანა რუსეთიდან მომავალი 700 მილიმეტრიანი და 1200 მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენები. 

მასალების გადაბეჭდვის წესი