ახალი ამბები

კალაძე: “ენერგო პრო ჯორჯიას” აბონენტებისთვის ტარიფი არ გაიზრდება

20 აგვისტო, 2014 • • 1231
კალაძე: “ენერგო პრო ჯორჯიას” აბონენტებისთვის ტარიფი არ გაიზრდება

“ტარიფი განისაზღვრება რამოდენიმე კომპონენტისგან: ეს არის გენერაცია, განაწილება და დისტრიბუცია. მე არ გამოვრიცხავ, რომელიმე კომპონენტში მოხდეს ტარიფის გაზრდა. ბოლოს სამომხმარებლო ტარიფი დარჩება იგივე ალბათ. ანუ მოსახლეობა გადაიხდის იგივე შემციებულ ტარიფს. რითაც დღესდღეობით ისინი სარგებლობენ.”   

 

 

ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ “ენერგო პრო ჯორჯიას” ახალი ტარიფი 2014 წლის 1 სექტემბრისთვის უნდა დაუდგინოს.

 

კომპანია “Energo-Pro Georgia” საქართველოს მასშტაბით 2014-2015 წლებში 75.66 მილიონილარის ინვესტიციას განახორციელებს. აღნიშნული საინვესტიციო გეგმის პროექტი დღეს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის(სემეკი) სხდომაზე დამტკიცდა.

 

დაახლოებით 31 მილიონი ლარის ინვეატიცია 2014 წელს განხორციელდება, ხოლო 2015 წელს კი, დაახლოებით 44 მილიონი ლარის. ამასთან, 2014 წლის ინვესტიციებში უკვე ჩადებულია წლის განმავლობაში უკვე განხორციელებული ინვესტიციის  მოცულობაც.

 

“ყველა მონაცემი, რაც ჭირდებოდა კომისიას ტარიფის დასადგენად, უკვე მივაწოდეთ. მე არ მაქვს შენიშნვა ტარიფის დათვლის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით. მჯერა, რომ კომისია კარგად დაინახავს კომპანიის საჭირობებს და ინვესტიციებს. თუ იქნება საჭირო ინვესტიცია, ტარიფი უნდა გაიზარდოს. ეს დამოკიდებულია ქსელის მდგომარეობაზე. თუ უნდა კომისიას და მთავრობას, რომ იყოს კარგი მდგომარეობა ქსელში, ტარიფმა უნდა აიწიოს. 2015 წლისთვის ჩვენ შევიმუშავეთ სამწლიანი გეგმა ინვესტიციებზე, ჩავაბარეთ კომისიას და ეს უკვე არის განხილვის თემა. “ენერგო პრო ჯორჯია” ერთ წელიწადში 100 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, 3 წელიწადში ინვესტიციის მოცულობა 300 მლნ იქნება.” –ამის შესახებ “ენერგო პრო ჯორჯიას” ხელმძღვანელმა ნიკოლაი ნიკოლაევმა “ნეტგაზეთს” 2014 წლის ივლისში განუცხადა.  

 

2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განხორციელებული სახელისუფლებო ცვლილებების შედეგად, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა მთავრობამ დენის ტარიფი 3-3 თეთრით გააიფა და შედეგად, “ენერგო პრო ჯორჯიას” აბონენტებისთვის დღეს ასეთი ტარიფი მოქმედებს:

 

აბონენტებისთვის, რომლებიც 101 კილოვატსაათის ჩათვლით მოიხმარენ დენს, ტარიფი 9.44 თეთრია, 101-დან 301-ის ჩათვლით – 12.98 თეთრი. ეს ტარიფი ძალაში იყო 2013 წლის 31 მარტის ჩათვლით, თუმცა მთავრობამ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც დღემდე საიდუმლოა, 2 წლის ვადით გაახანგრძლივა და იმ აბონენტებისთვის, რომლებიც 100 კვტსთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, ტარიფი კიდევ ნახევარი თეთრით გაიაფდა:

 

“ჩვენ მივაღწიეთ, რომ გაფორმდეს ახალი ხელშეკრულება, ოთხი წლით “თელასთან” და ორი წლის ვადით “ენერგო პროსთან… ორი წლის მერე ისევ შესაძლებელია მოხდეს ტარიფების გადახედვა და იგივეს გავაკეთებთ”, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ 2013 წლის 29 მარტს.

 

სემეკში აცხადებენ, რომ ტარიფების დადგენის ახალ მეთოდოლიგიაში მნიშვნელოვანია ლიცენზიანტის მიერ განხორციელებული ინვესტიციების კომპონენტი, რომლის მიხედვითაც მოხდება ახალი ტარიფის დაანგარიშება.

 

ნიკოლაი ნიკოლოვის თქმით, 2014 წელს “ენერგო პრო ჯორჯიამ” 55 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა, რაც დაიხარჯა ქსელის რეაბიოლიტაციაზე, “თუმცა, როგორც დავინახეთ, საკმარისი არ იყო”, – განაცხადა ნიკოლოვმა.

 

ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიით ამარაგებს აჭარის, სამეგრელოს, ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის რეგიონებში 971 000 აბონენტს. ამასთანავე, კომპანია საქართველოში 15-მდე ჰესის მფლობელია, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 470 მეგავატამდეა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი