ახალი ამბები

შსს: მამრაძის ქუჩაძე მომხდარი მკვლელობა გახსნილია

16 აგვისტო, 2014 • • 987
შსს: მამრაძის ქუჩაძე მომხდარი მკვლელობა გახსნილია

შსს-ს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით  1978 წელს დაბადებული ზურაბ კ. დააკავეს, რომელმაც საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ურთიერთშელაპარაკებისას, ბლაგვი საგნით მრავლობითი დაზიანებები, ხოლო ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1981 წელს დაბადებულ გელა ხ-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

 

“სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს”,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი