ახალი ამბები

უგრეხელიძე: მერიის მძღოლებს შორის ჩხუბი სამსახურის დატოვება–არდატოვების ნიადაგზე მოხდა

13 აგვისტო, 2014 • • 1088
უგრეხელიძე: მერიის მძღოლებს შორის ჩხუბი სამსახურის დატოვება–არდატოვების ნიადაგზე მოხდა

 “მძღოლები არიან, საქართველოში ჩხუბი ბევრჯერ ხდება, მაგრამ ამ ნიადაგზე იყო სწორედ, სამსახურის დატოვება–არდატოვების ნიადაგზე. ეს კონფლიქტი არის იმის ნიმუში, როგორ აპირისპირებენ ერთმანეთთან ადამიანებს. ეს ადამიანები, როგორც შემდგომ გავიგე, დაუპირისპირდნენ იმის გამო, რომ მძღოლების ერთ ნაწილს აძალებდნენ, რომ დაეწერათ განცხადება და წასულიყვნენ მაშინ, როდესაც, არ ვიცი ნეპოტიზმით, არ ვიცი პოლიტიკური ერთგულებით, ვიღაც სხვას ტოვებდნენ. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ამ ნიადაგზე მოხდა დაპირისპირება,”– განაცხადა სევდია უგრეხელიძემ დღეს, თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე.

 

უგრეხელიძეს თქმით, ასეთი დაპირისპირება შეიძლება კიდევ განმეორდეს.

 

“ასეთ დაპირისპირებებს კიდევ უნდა ველოდოთ, ვინაიდან ეს არის ხელისუფლება, რომელიც აპირისპირებს ადამიანებს, ქმნის სამოქალაქო დაპირისპირებას. მათ მუდმივად ხმარებაში აქვთ სიძულვილის ენა და მუქარა. ეს სამწუხარო ფაქტი შეიძლება განივრცოს და კიდევ განმეორდეს,”– თქვა მან.

 

როგორც მერის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი განმარტავს, თავდამსხმელთაგან ერთ–ერთი მისი პირადი მძღოლი არ ყოფილა.

 

“ის არ იყო ჩემი პირადი მძღოლი, მე პირადი მძღოლი სხვა მყავს, ეს იყო მორიგე მძღოლი, რომლითაც ვსარგებლობდი მას შემედეგ, რაც მერის მოვალეობას ვასრულებდი, ხანდახან, როდესაც გადაღლილი იყო ის მძღოლი,”– განაცხადა სევდია უგრეხელიძემ

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის, დავით ნარმანიას თანაშემწის მძღოლის ცემის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 120–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი