ახალი ამბები

ღარიბაშვილი: სამართლიანობის აღდგენის პროცესი ბოლომდე მივა

12 აგვისტო, 2014 • • 1102
ღარიბაშვილი: სამართლიანობის აღდგენის პროცესი ბოლომდე მივა

პრემიერ–მინისტრი მიესალმება გამოძიებასთან თანამშრომლობის ფაქტს და აღნიშნავს, რომ მთელმა ქვეყანამ უნდა გაიგოს იმ რეალობის თაობაზე, რომელიც წლების მანძილზე საქართველოში იყო:

 

“ჩვენ რა პროცესიც დავიწყეთ საქართველოში და რისთვისაც მოსახლეობამ აგვირჩია, რომ სამართლიანობა აღვადგინოთ თითოეული მოქალაქის, რომელთა უფლებები წლების განმავლობაში ირღვეოდა, მე, როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრი და როგორც გამგრძელებელი იმ გზისა და იმ საქმის, რაც დაიწყო ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა,  ვპირდები მოქალაქეებს, რომ ეს პროცესი ბოლომდე მივა. მივესალმები ყველა ადამიანის გადაწყვეტილებას, რომ ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან, ითანამშრომლოს ობიექტურ გამოძიებასთან, რათა მთელმა მსოფლიომ გაიგოს ის სასტიკი რეალობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობდა წლების მანძილზე. ესაა ჩემი პასუხი, მე არ მინდა კომენტარი გავაკეთო იმ ცრუ ბრალდებებზე, რომელიც ყოველთვის გვესმის ოპონენტებისგან.”

 

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებას იმის თაბაოზე, რომ მელნიკოვზე შესაძლოა ზეწოლა განხორციელდა, ღარიბაშვილი ამბობს:

 

“სასჯელაღსრულების სისტემა და მთლიანად მთავრობა არის ისეთი გამჭვირვალე, როგორც ნებისმიერ ევროპულ თანამედროვე სახელმწიფოში. არცე რთ სამინისტროში და დეპარტამენტში არაფერი იმალება და არ დაიმალება, სანამ ჩვენ ვართ ხელისუფელბაში.”

 

გუშინ სასამართლოს სხდომაზე მელნიკოვმა განაცხადა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ მანქანით გადაადგილდებოდა დათა ახალაიასთან და სხვა პირებთან ერთად, როდესაც მანქანა ჯერ მივიდა გენერალურ პროკურატურაში, შემდეგ კი, პრეზიდენტის რეზიდენციაში შავნაბადაზე. მელნიკოვის თქმით, იგი მანქანაში იმყოფებოდა, თუმცა მას აქვს ინფორმაცია, რომ დათა ახალაია გენერალურ პროკურატურაში შეხვდა ზურაბ ადეიშვილს, ხოლო რეზიდენციაში – მიხეილ სააკაშვილს. ამ დროის მათ შეიმუშავეს გეგმა, რომ სიმბოლურად უნდა დაეკავებინათ შსს-ს ოთხი თანამშრომელი, რომლებსაც მალევე გაათავისუფლებდნენ, რათა ამით საზოგადოების პროტესტი გაენეიტრალებინათ. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი