ახალი ამბები

სააპელაციო სასამართლომ მერაბიშვილის განაჩენი ძალაში დატოვა

11 აგვისტო, 2014 • • 1160
სააპელაციო სასამართლომ მერაბიშვილის განაჩენი ძალაში დატოვა

“საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. ჩვენ ვაპირებთ უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას, რადგან ვემზადებით სტრასბურგში სარჩელის შესატანად და პროცედურულად უზენაესში გასაჩივრება გვჭირდება,” – ამბობს ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი. 

 

2011 წლის 26 მაისის მიტინგის დაშლის საქმეზე მაშინდელი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ ვანო მერაბიშვილს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ამნისტიის შედეგად ეს ვადა შემცირდა და 4 წლით და 6 თვით განისაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი