ახალი ამბები

მსოფლიო დღეს 5 ფოტოზე – 9 აგვისტო

9 აგვისტო, 2014 • • 1210
მსოფლიო დღეს 5 ფოტოზე – 9 აგვისტო

თვითმფრინავი რომელიც მთვარის ფონზე გამოიკვეთა ბავარიიდან გადაიღეს. © EPA, 09.08.2014
თვითმფრინავი რომელიც მთვარის ფონზე გამოიკვეთა ბავარიიდან გადაიღეს. © EPA, 09.08.2014


ისრაელმა სამხედრო დარტყმა განახორციელა ღაზაში არსებულ სამიზნე ობიექტებზე, მას შემდეგ რაც პალესტინელმა ბოევიკებმა 3 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილების შემდეგ სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს ისრაელზე, ამით ეგვიპტის შუამავლობით დაწყებული მოლაპარაკებები, რომელსაც უფრო გრძელვადიანი მშვიდობა უნდა უზრუნველეყო, ჩავარდა. ისრაელსა და პალესტინას შორის სამხედრო დაპირისპირება 8 ივლისს განახლდა, სამხედრო დაპირისპირების დაწყებიდან დღემდე, ჯამში  1 887 პალესტინელი დაიღუპა და თითქმის 10 000–მდე დაშავდა. დაღუპულები არიან ისრაელშიც, სამხედრო შეტაკებებს, 64 ჯარისკაცი და 3 მოქალაქე შეეწირა. 

კიევში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი არ მოაწერა. “ევრომაიდანზე” პროტესტი თვეების განმავლობაში გაგღძელდა, პოლიციასთან დაპირისპირებას მოჰყვა მსხვერპილი. ვიქტორ იანუკოვიჩი გადადგა და ქვეყანა დატოვა, უკრაინამ შეძლო ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, თუმცა ქვეყანაში კვლავ დაძაბული ვითარებაა. რუსეთმა მიიერთა ყირიმი, ხოლო აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსი სეპარატისტები დაძაბულობას ქმნიან. 

თაჰირულ ქადრი, რომელიც პაკისტანში 2013 წლის ივნისში დაბრუნდა მის მხარდამჭერებს საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდებს, რათა პაკისტანის მთავრობა ჩამოაგდონ. პაკისტანში მისი დაბრუნების შემდეგ პოლიციასთან დაპირისპირების გამო 14 ადამიანი დაიღუპა. სასულიერო პირმა მათ გამო, მსხვერპლის დღე დააწესა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი