ახალი ამბები

თბილისში ამბასადორიალი მიმდინარეობს

6 აგვისტო, 2014 • • 1014
თბილისში ამბასადორიალი მიმდინარეობს

დღევანდელ სესიაზე საუბარი შეეხება საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტებსა და ამ საკითხებში საგარეო საქმეთა სამინისტროს როლს:

 

“პანელზე ჩვენ ელჩებს მივაწვდით ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების შესახებ, იმ მაჩვენებლებს, რომლებზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, დაგეგმილთან შედარებით მაღალი 6 პროცენტიანი ზრდა, ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების მობილიზაციის თვალსაზრისით არსებული პროგრესი, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, რაშიც აშკარად მნიშვნელოვანია ჩვენი ელჩების მონაწილეობა. საუბარი ასევე გვექნება დაგეგმილ რეფორმებზე. მნიშვნელოვანია ჩვენ გავიზიაროთ ევროკავშირის ქვეყნებს, ასევე ევროპის ახალ ქვეყნებს. ასევე მნიშნელოვანია კომუნიკაციები ინვესტორებთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზციებთან.”

 

 

დღევანდელ სამუშაო სესიაზე განხილვის ერთ–ერთი თემა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ ვიზა ლიბერალიზაციისთვის ყველაფერი კეთდება:

 

” ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რიგის აღმოსავლეთ პარნიორობის საკითხზე ვიზალიბერალიზაციაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული იქნება. ჩვენ ვმუშაობთ, ოპტიმიზმის საფუძველი გამაჩნია და ჩვენ ამას ალბათ მივაღწევთ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი