ახალი ამბები

აჭარის შემოვლითი გზის საქმეზე ბობოყვათის თემის ყოფილი რწმუნებული დააკავეს

6 აგვისტო, 2014 • • 967
აჭარის შემოვლითი გზის საქმეზე ბობოყვათის თემის ყოფილი რწმუნებული დააკავეს

გამოძიების ცნობით, ბადრი ბასილაძემ განიზრახა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი მიწების სანაცვლოდ, მოსახლეობისათვის საკომპენსაციოდ გამოყოფილი თანხის მოტყუებით დაუფლება:


“გეგმის სისრულეში მოსაყვანად დაუკავშირდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის თემის ყოფილ რწმუნებულს, იაშა მახარაძეს, მოქალაქეებს- სულეიმან კონცელიძეს და როლანდ ბასილაძეს, რომელთა დახმარებითაც მოახდინეს ყალბი მონაცემების შეიტანა სხვადასხვა ოფიციალურ დოკუმენტში, თითქოსდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების, ბობოყვათისა და ციხისძირის ტერიტორიაზე ფლობდნენ და სარგებლობდნენ 17 195 კვ/მ მიწის ნაკვეთით, რის გამოც კომპენსაციის სანაცვლოდ საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან მოტყუებით მიიღეს 258 858 ლარი”, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. 


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 341-ე მუხლით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი