ახალი ამბები

ანონსი-5 აგვისტო, 2014

4 აგვისტო, 2014 • 907
ანონსი-5 აგვისტო, 2014

10.00 საათზე თბილისში მიმდინარე საზღვარგარეთ საქართველოს  დიპლომატიური წარმომადგენლობების  ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებას – ამბასადორიალს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ეწვევიან

 

 12.00 საათზე საკრებულოს ისტორიულ დარბაზში საკრებულოს სხდომა გაიმართება.

 

13:00 საათზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში , ძმები ზუბალაშვილები # 36, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ადვოკატ რამაზ ჩინჩალაძესთან და მერაბ ჩიქოვანთან ერთად ქუთაისის # 2 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულ შოთა შანიძის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტის გამო პრესკონფერენციას გამართავს.

 

13:00 საათზე ენერგოომბუდსმენი ბათუმის რეგიონულ თანაშემწეს წარადგენს. მისამართი: ქ.ბათუმის, მაზნიაშვლის ქ. #9

 

19:00-საათზე ზე – ააიპ”კავკასიონის სინერგია – The  Caucasian Synergy” პროექტი “მჭირდები”-ს  ფარგლებში,  3 წლის იუბილეს ზეიმობს და აქცია-კონცერტს ატარებს რიყის  პარკში თავისი უკიდურესად  გაჭირვებული ბენეფიციარი (დიალეზზე  დამოკიდებული, ონკოლოგიური, სოციალურად  დაუცველი თუ  ლტოლვილი) მოზარდებისთვის. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი