ახალი ამბები

პოლონური ვუდსტოკი [ფოტო]

3 აგვისტო, 2014 • • 2982
პოლონური ვუდსტოკი [ფოტო]

ეს ფესტივალი პოლონეთში 1995 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ტარდება, მისი ორგანიზატორი “საშობაო საქველმოქმედო ფონდია”. ყოველ წელს ათეულობით პოლონური ბენდი გამოდის, რომელთა მუსიკა ძირთადად როკი ან ექსპერიმენტული მეტალია, თუმცა ბოლო პერიოდში აქ მოისმენთ რეგეის, ელექტრონულ და კლასიკურ მუსიკასაც კი. 

მთავარია, რომ პოლონურ ვუდსტოკზე მოხვედრა უფასოა, კარვის გაშლაც უფასოდაა შესაძლებელი, ლუდი მხოლოდ 0.80 ევრო ღირს,  საჭმლის საშუალო ფასი 2.50 ევროა, ბანჯიჯამფინგი კი 30 ევრო. ბერლინიდან პოლონეთამდე ფრენა ასევე 30 ევრო დაგიჯდებათ, ხოლო თუ მატარებელს აირჩევთ გადასაადგილებლად, ფესტივალზე 5 ევროდ მოხვდებით. 

უფასო და ყველაზე ბევრი ამ ფესტივალზე ტალახია, ტალახის აბაზანები ფესტივალის ტრადიციად იქცა. “ნეტგაზეთი” გთავაზობთ პოლონური ვუდსტოკის ამსახველ ფოტომასალას 2005 წლიდან დღემდე, რომელიც ევროპის პრესფოტოსააგენტოს (EPA) ფოტოების მიხედვითაა მომზადებული. 

ვუდსტოკის ფესტივალი პოლონეთში ©epa 30.07.2009.
ვუდსტოკის ფესტივალი პოლონეთში ©epa 30.07.2009.

~











ვუდსტოკის ფესტივალი პოლონეთში  ©epa 02..08.2013
ვუდსტოკის ფესტივალი პოლონეთში ©epa 02..08.2013

მასალების გადაბეჭდვის წესი