ახალი ამბები

ფეიქრების ქუჩაზე ნავთობბაზა იწვის

30 ივლისი, 2014 • • 2870
ფეიქრების ქუჩაზე ნავთობბაზა იწვის

როგორც 112–ის პრესსამსახურში აცხადებენ, გამოძახება რამდენიმე 11:40 საათზე შევიდა, ადგილზე გაგზავნილია 10–მდე სახანძრო მანქანა. რაც შეეხება გამომწვევ მიზეზს, ამის შესახებ ისინი ინფორმაციას არ ფლობენ. 

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელძღვანელის თემურ გიორგაძის თქმით, ასეთი მასშტაბის ხანძარი დიდი ხნაია არ მომხდარა და არსებობდა საფრთხე, რომ აფეთქების შემთხვევაში გლდანის ტერიტორიის დიდი ნაწილი დაეზიანებინა.

“ზუსტად არ ვიცი რამდენი მანქანა, მაგრამ მთელიი თბილისი აქ მუშაობდა. ასეთი ხანძარი დიდი ხანია არ გვახსოვს. 40-მდე რეზერვუარი ძეიძლება აფეთქებულიყო და ეს ისეთი სიძლავრის აფეთქება იქნებოდა, რომ შეიძლება მთელი გლდანი წაეღო. მეხანძრეებმა თავიანთი სიცოცხლის ფასად ჩააქრეს ხანძარი, როცა ხდებოდა უკვე აფეთქება. სამწუხაროდ ერთი ადამიანი არის დაზიანებული. ასევე არის რამდენიმე ცისტერნა დამწვარი.”

ადგილზე მუშაობენ შსს-ს შესაბამისი სამსახურები, რომლებიც ხანძრის გამომწვევ მიზეზს დაადგენენ.

ხანძარი ფეიქრების ქუჩაზე. 30.07.2014
ხანძარი ფეიქრების ქუჩაზე. 30.07.2014

ხანძარი ფეიქრების ქუჩაზე. 30.07.2014
ხანძარი ფეიქრების ქუჩაზე. 30.07.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი