ახალი ამბები

ოთო კახიძე: სააკაშვილის დაკითხვა ფარსი იყო, რადგან მისთვის ბრალის წარდგენა იგეგმებოდა

28 ივლისი, 2014 • • 1553
ოთო კახიძე: სააკაშვილის დაკითხვა ფარსი იყო, რადგან მისთვის ბრალის წარდგენა იგეგმებოდა

“პროკურატურის მიერ მოწმის სახით დაბარება აღმოჩნდა თვალთმაქცობა, ვინაიდან შეუძლებელია 3 საათში ბრალის დადგენილება გამოაცხო, როგორც ახლა პროკურატურამ გააკეთა. 11 საათზე ვითომ მოწმის სტატუსით უნდა დაეკითხათ და 2 საათზე ბრალის დადგენილება გაგვაცნეს. თავიდანვე ფარისევლობას ჰქონდა ადგილი მათი მხრიდან და კანონდარღვევით მოწმედ იბარებდნენ პირს, როდესაც სამხილები მათივე სტანდარტით გამზადებული ჰქონდათ”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ოთო კახიძემ.

 

მისი თქმით, ადვოკატებს ბრალდების შესახებ დადგენილება არ ჩაბარებიათ:

 

არაფერი არ ჩაგვბარებია, არც ბრალდების შესახებ დადგენილება, არც მტკიცებულებები ვინაიდან ჩვენ ოფიციალურ საპროცესო კონტაქტში პროკურატურასთან არ შევსულვართ. რაც შეეხება იმ მოთხრობას, რომელიც პროკურატურამ წაიკითხა, საქმის მასალების გარეშე, მტკიცებულებების გარეშე კომენტარის გაკეთება რთულია, თუმცა მე რაც თვალში მომხვდა არის ის, რომ საუბრობენ თითქოს ბადრი პატარკაციშვილისა და კოდუას საუბარი იყო კონტექსტიდან ამოვარდნილი, მაგრამ ძალიან მაინტერესებს შინაგან საქმეთა მინსტრის დაძინებას რომ აპირებდა პატარკაციშვილი და ხელისუფლების გადატრიალებას აი ეს როგორ უნდა ჩასვას პროკურატურამ კონტექსტში ეს არის ჩემთვის ძალიან საინტერესო. ყველასთვის ნათელია, რომ მზადდებოდა სახელმწიფო გადატრიალება აწ გარდაცვლილი ოლიგარქის მიერ და ამის აღკვეთა მოხდა ხელისუფლების მხრიდან და ბიძინა ივანიშვილი, ახლა მოქმედი რუსი ოლიგარქი მაშინ ხელისუფლებასთან ძალიან აქტიურად თანამშრომლობდა და ყველა ნაბიჯი მისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რომელიც გადატრიალების აღკვეთისთვის იქნა გადადგმული”, – აცხადებს ოთო კახიძე. ადვოკატი სააკაშვილზე ძებნის გამოცხადებასაც არ გამორიცხავს.


ოთო კახიძე
ოთო კახიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი