“ძალიან კარგი, პრევენციული ინტერვიუ იყო. მე საკმარისი მტკიცებულებები მქონდა. მყავს მეგობრები, რომლებიც თქვენთანაც მეგობრობენ და ბევრი რაღაც დაფარული არ რჩება”, – განაცხადა ჭიკაიძემ.
“არსებობს გარკვეული ინფორმაციები. როგორც იცით, ყოფილმა პრეზიდენტმაც გააჟღერა ევრომაიდანის იდეა და ამბობენ, რომ ეს თემა პარტიის შიგნითაც აქტიურად განიხილება. არის ინფორმაციები, რომ დაიწყეს საბურავების ყიდვაც”, – ეს განცხადება საქართველოს შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ “პრაიმტაიმისთვის” მიცემულ ინტერვიუში აპრილის თვეში გააკეთა.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ევრომაიდნის სცენარის თბილისში გამეორებისთვის ემზადებოდა: “შესაძლოა, მოახდინონ წარსულში კრიმინალთან და მრავალ დანაშაულებთან ასოცირებული პირების მობილიზება,” – განაცხადა ჭიკაიძემ.