ახალი ამბები

კორძაია თვლის, რომ რუსული ტელეარხები საქართველოში არ უნდა აიკრძალოს

23 ივლისი, 2014 • • 925
კორძაია თვლის, რომ რუსული ტელეარხები საქართველოში არ უნდა აიკრძალოს

“არხი შეიძლება მოგწონდეს, ან არ მოგწონდეს, მაგრამ ევროპის კონვენცია გამოხატვის თავისუფლების შესახებ მეათე მუხლში ამბობს იმას, რომ გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს შეუზღუდავი საზღვრის მიუხედავად. ამიტომ მსგავსი ტიპის აღკვეთი ღონისძიებების განხორციელება, ვფიქრობ, არ იქნება სწორი,”– ამბობსს კორძაია.

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გია ბარამიძის თქმით, შეზღუდვა უნდა შეეხოს რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანიებს და ასევე იმ არხებს, რომლის აქციების სამართავ პაკეტებსაც სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი კომპანიები ფლობენ:

 

“საუბარია იმ საშუალებებზე, რომლებიც კონტროლდებიან რეჟიმის მიერ, პირველ რიგში, სახელმწიფო არხებს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, თუმცა არ მგონია, რომ კერძო კომპანიად უნდა იყოს განხილული, მაგალითად, გაზპრომის მიერ კონტროლირებადი არხები – გაზპრომი, თავის მხრივ, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი კომპანიაა. ანუ, საბოლოო ჯამში, ლაპარაკია იმ კომპანიებზე, რომლებიც უშუალოდ რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან კონტროლდება ან სახელმწიფოს საკუთრებაშია მათი მმართველი ფირმის უმეტესი წილი. ალბათ, ამ მიმართულებას ავიღებთ, იმიტომ, რომ შეიძლება ბევრი კერძო კომპანია არ მოგწონდეს, მაგრამ კანონპროექტის თვალსაზრისით რაღაც დეფინიციაში უნდა ჩავჯდეთ. ვგულისხმობ ერ-ტე-ერს, რუსეთის პირველი არხს, რაშა თუდეის – რომლებიც ცნობილია, რომ რეჟიმის მთავარი ინსტრუმენტები არიან პროპაგანდისტულ ომში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი