ახალი ამბები

ბაჩო ახალაიას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

5 ივლისი, 2014 • • 1302
ბაჩო ახალაიას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ  თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. ბაჩო ახალაიას ადვოკატები 30 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ. 


აღნიშნული საქმე ეხება რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულთა წამების ორგანიზების საქმეს, რომელთა შორის არის სერგო თეთრაძის მკვლელობის ეპიზოდი. 


ბაჩო ახალაიას ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, შესაძლია სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ:


“ჩავიბარებთ დასაბუთებას და ვნახავთ, როგორ შეეცადა ამას სასმართლო, გაემართლებინა ბაჩო ახალაიას პატიმრობა. ამის შემდეგ ჩვენ გადავწყვიტავთ გასაჩივრების საკითხს. დიდი ალბათობით აუცილებლად გავასაჩივრებთ.  ბრალდების მხარეს მტკიცებულებები არ გააჩნია. ” 

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2014 წლის 2 ივლისს სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეზე საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩანა ახალაიას წარუდგინა ბრალდება წამების, სექსუალური ძალადობის ორგანიზების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კუთხით.

 

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი და გასამართლებულნი არიან სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე მეგის ქარდავა, №8 საპყრობილის ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე, ამავე დაწესებულების თანამშრომლები ვიქტორ ყაჭეიშვილი და ოლეგ ფაცაცია, თითოეულს სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

რაც შეეხება ბაჩანა ახალაიას, როგორც ამ დანაშაულის ორგანიზატორს, მისი ბრალდების საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილით, 25,138-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 15 წლამდე ვადით”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

ბაჩო ახალაია
ბაჩო ახალაია

მასალების გადაბეჭდვის წესი