ახალი ამბები

ლევან ბეჟაშვილი გაათავისუფლეს ბრალის მოხსნის გარეშე

5 ივლისი, 2014 • • 1171
ლევან ბეჟაშვილი გაათავისუფლეს ბრალის მოხსნის გარეშე

საქართველოს პარლამენტის წევრმა დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ პოლიციელებმა, რომლებმაც ბეჟაშვილი დააკავეს, ოქმი შეადგინეს იმის შესახებ, რომ მათ არ იცოდნენ თუ დეპუტატს აკავებდნენ. დარჩიაშვილის თქმით, ბეჟაშვილი ხელწერილის გარეშე გათავისუფლდა, ხოლო დანარჩენი სამი პირი კვლავ დაკავებულია. 

 

დეპუტატის თქმით, პოლიცია ფიქრობდა ყველა დაკავებულის ხელწერილით გათავისუფლებაზე, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ ლევან ბეჟაშვილი გაათავისუფლეს, როგორც დეპუტატი. 

 

“შეადგინეს ოქმი, რომელშიც ჩაწერეს ისეთი რამ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, რომ თითქოს არ იცოდნენ, რომ დეპუტატს აკავებდნენ”, – ამბობს დარჩიაშვილი. 

 

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, დაკავებულ ბეჟაშვილს ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლის დარღვევაში ედება: 166-ე და 173-ე. 

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის თქმით, წვრილმან ხულიგნობაზე დეპუტატის დაკავება უკანონოა და იგი სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს

ლევან ბეჟაშვილი გაათავისუფლეს/ გოგა ხაჩიძის ფოტო
ლევან ბეჟაშვილი გაათავისუფლეს/ გოგა ხაჩიძის ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი