ახალი ამბები

სასამართლომ გიგი უგულავა აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა

2 ივლისი, 2014 • • 1169
სასამართლომ გიგი უგულავა აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა

სასამართლო პროცესზე პროკურორები აცხადებდნენ, რომ უგულავას მიმალვის საშიშროება არსებობს და სწორედ ამიტომ ითხოვდნენ მისთვის პასპორტის და პირადობის ჩამორთმევას. დაცვის მხარე კი მოთხოვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევდა. მათი თქმით, გიგი უგულავა არაერთხელ იმყოფებოდა საზღვარგარეთ და არ მიმალულა, ხოლო სხვა ბრალდებებთან დაკავშირებით ყოველთვის დროულად ცხადდებოდა როგორც სასამართლოში, ასევე, საგამოძიებო უწყებებში.


პროკურორ გიგა ძნელაძის განცხადებით, ბრალდების მხარე საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ზემგომ ინსტანციაში გაასაჩვირებს:


“მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარის შუამდგემლობა იყო საფუძვლიანი, სასამართლომ არ დააკმაყოფილა სამოტივაციო ნაწილის გაცნობის შემდეგ ბრალდების მხარე, კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას”, – განაცხადა გიგა ძნელაძემ.


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა “სამხურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხების გაფლანგვის” ბრალდებით გიგი უგულავა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. მას ბრალი 30 ივნისს წარედგინა.

 

 

 

უგულავა
უგულავა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი