ახალი ამბები

ელჩი: ერაყში ქართველების გატაცების ფაქტი არ დასტურდება

13 ივნისი, 2014 • • 900
ელჩი: ერაყში ქართველების გატაცების ფაქტი არ დასტურდება

ტაბატაძის თქმით, ქართველებს ჰქონდათ გარკვეული პრობლემები ქალაქ მოსულში ბრძოლების დროს, თუმცა მათი გატაცების შესახებ ინფორმაცია არასწორად გავრცელდა:

 

“ჯერჯერობით დასტურდება, რომ ეს ინფორმაცია არ არის სწორი. როგორც ჩანს, დასაწყისში, როდესაც იყო პრობლემა, არ იცოდნენ ამ წყაროებმა, ვინც გაავრცელა ინფორმაცია”, – აცხადებს ელჩი.

 

მისი თქმით, ამ დროისთვის ბაღდადთან ახლოს ნამდვილად იმყოფებიან ქართველები, რომლებიც უარყოფენ მოსულში ქართველების ყოფნას:

 

“ბაღდადთან ახლოს ქართველები ნამდვილად არიან, უბრალოდ გატაცების ფაქტი არ დასტურდება. მათ ჰქონდათ პრობლემა მოსულის ბრძოლების დროს, მაგრამ გამოვიდნენ. ისინი ამბობენ, რომ მათ გარდა არავინ არ ყოფილა მოსულში”, – აცხადებს ელჩი. 

 

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 16 ქართველი ერაყში გაიტაცეს, სააგენტო standardmedia–მ გაავრცელა. საიტი იწუყებოდა, რომ აღნიშნული ინფორმაცია Reuters–ზე დაყრდნობით გამოაქვეყნა, თუმცა Reuters–ზე მსგავსი სახით ინფორმაცია არ იძებნებოდა. მოგვიანებით Reuters-მა ინფორმაცია შეასწორა.

 

Iraq: as militants advance, UN swings into action on political, humanitarian fronts
Iraq: as militants advance, UN swings into action on political, humanitarian fronts

მასალების გადაბეჭდვის წესი