ახალი ამბები

შენობასთან, სადაც “იმედის ფესტივალი” იმართება, მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ

6 ივნისი, 2014 • • 1119
შენობასთან, სადაც “იმედის ფესტივალი” იმართება, მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ

შენობასთან დაახლოებით 20 კაცი იმყოფება, რომელთაც აქვთ პლაკატები წარწერით “მართლმადიდებლებო, ნუ შეხვალთ!!! ბაპტისტურ ევანგელისტური შეხვედრაა” და “ეკლესია ემიჯნება და გმობს სექტანტურ ფესტივალს.”


აქციის მონაწილეების ერთი ნაწილი აცხადებს, რომ მრევლია და ასევე, გიორგი გაბედაავას ჯგუფის წევრი. ეკლესიაში შემსვლელებს აქციის მონაწილეები მოუწოდებენ, შენობაში არ შევიდნენ.


ვითარების გამწვავების რისკების თავიდან ასაცილებლად იქვე იმყოფებიან პატრულის თანამშრომლები.

 

საერთაშორისო საევანგელიზაციო ღონისძიება “იმედის ფესტივალი” დღეს, 6 ივნისს, 19:00 საათზე სპორტის სასახლეში უნდა გამართულიყო. თუმცა, როგორც “ნეტგაზეთს” ფესტივალის პიარ-მენეჯერმა ლელა ხონელიძემ განუცხადა, მათ სპორტის სასახლის ხელმძღვანელობისაგან წერილობით მიიღეს შეტყობინება იმის თაობაზე, რომ რამდენიმე დღის წინ შენობის ერთ-ერთ ფოიეში მომხდარი ხანძრის გამო შექმნილი ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრა ჯერ ვერ მოხერხდა და ამ ეტაპზე იქ ღონისძიების ჩატარება შეუძლებელია.

 

ფესტივალის ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ ხანძრის თემა მხოლოდ მიზეზია ღონისძიების ჩატარებაზე უარის თქმის საფუძვლად, რადგან მათი აზრით, დღეის მდგომარეობით შენობა სრულიად უსაფრთხოა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი