ახალი ამბები

ანონსი 1 ივნისი, 2014

31 მაისი, 2014 • 2917
ანონსი 1 ივნისი, 2014

10.00-20.00

თბილისის წიგნის XVI საერთაშორისო ფესტივალი- “ექსპო ჯორჯიას” მე–11 პავილიონი. ფესტივალის ბოლო დღე. ფესტივალის ბოლო დღის პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ აქ.

10.30- 17.00

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის ზოოპარკში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.

10:30 საათზე გაიხსნება საქართველოში პირველი თოკების სათავგადასავლო პარკი Activity. პირველად, დაკიდული საბაგირო მარშრუტის დაბრკოლებებს ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე გადალახავს. 11:00, 12:00 და 13:00 საათებზე 3 ტურნირი ჩატარდება. 14:00 საათზე გაიხსნება ამიერკავკასიაში პირველი ადაპტირებული საქანელა ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის. 13:00 და 16:00 საათებზე პატარებს მხიარული ჯამბაზები და ანიმაციური გმირები გაახალისებენ, 14:40 და 17:00 საათებზე სტუმრებს სკეიტერების შოუ ელით, 15:00 საათზე კი საკონცერტო პროგრამა დაიწყება.

11.00

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებს გამართავს სამოქალაქო სამართლის, სისხლის სამართლისა და საერთო სპეციალიზაციით. გამოცდა ელექტრონლი სისტემით პირველად ტარდება.

12:00 – 18.30

მზიურის პარკში “მზის ფესტივალი – ჩვენ ვხედავთ მზეს” გაიმართება.

12:00 – ფესტივალის გახსნა. 13:00 – ფერადი ცარცებით ხატვა. 13:00 – ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე წარდგენილი მწერლები; ზაზა აბზიანიძე, თამრი ფხაკაძე და თეა თოფურია შეხვდებიან ბავშვებს და გააცნობენ თავიანთ შემოქმედებას. ასევე მოეწყობა ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე წარდგენილი ილუსტრატორის ნინო ჩაკვეტაძის ნამუშევრების გამოფენა. 13:00 – პრაქტიკული რჩევები პარტიზანული მებაღეებისაგან – როგორ შევიტანოთ წვლილი ეკოსისტემის გადარჩენაში. 14:00 – Neverland-ისს სპექტაკლი “მე ვხატავ მზეს” (ამფითეატრი). 15:00 – ილუზიონისტის და რობოტ ტრანსფორმერის შოუ (ამფითეატრი). 15:45 -მუსიკალური შესვენება (ჯაზ-ბენდი 4Tune; ლექსო რატიანი) 15:00 – ზალიკო სულაკაურის ღია გაკვეთილები (“მზიურის” ქვედა შემოსასვლელი). 16:45 AMT ხელოვნების სახლი-ს თეატრალიზებული პერფომანსი (ამფითეატრი). 17:00 – “არტ-სტუდია” -ს კონცერტი და კონკურსი მშობლებისათვის “დიდი ბავშვები” (ამფითეატრი)

 

 

12:00-19.00

ჯ.კახიძის სახელობის სკვერში ბავშვთა დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები [მისამართი: დ.აღმაშენებლის გამზირი# 127]


1.ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი, სპექტაკლით “ბატის ჭუკი”- 12.00სთ

 

2. ახალციხის თოჯინების თეატრი” სპექტაკლით დროის ქურდები” – 13:00სთ

 

3.თბილისის ხელოვნების სკოლებისა,  მოსწავლე ახალგაზრდობის და სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების კონცერტი – 14:00

 

4. თითების თეატრი, სპექტაკლით “ექსტრავაგანსა”16:00 სთ.

 

5. ბასტუ ბუბუს კონცერტი – 17:00სთ

 

6. თბილისის თოჯინების თეატრი, სპექტაკლით “მხიარული კონცერტი” 18:00სთ

 

7. საქართველოს ყრუთა კავშირის ანსამბლის კონცერტი – 19:00სთ

 

8. ნევრლენდის- მულტიპლიკაციური გმირები – 12:00-15:00სთ

 

9. ბახვა წერედიანის თოჯინური წარმოდგენა -14:-00-19:00სთ

 

10. გასართობი პროგრამა, სახალისო თამაშობები და გასართობი სადგურები ბავშვებისათვის -13:00 – 18:00სთ

 

11. მულტი პულტის ზღაპრებისა და მულტიპლიკაციური გმირების პერსონაჟები -16:00 -19:00სთ

 

13.00

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარსადგენი საქართველოს სტენდის პრეზენტაცია, “ექსპო ჯორჯიას” მე-6 პავილიონი; წერეთლის N118 1

15.00-19.00

დედაენის ბარში Tbilisi Flea Market-ი (თბილისის „ძველმანების ბაზარი“) მოეწყობა –აქ შეგიძლიათ გაყიდოთ ისეთი ნივთები, რომლებიც აღარ გჭირდებათ, და შეიძინოთ ის, რაც ხელმისაწვდომი აღარაა მაღაზიებში.


15.00-17.00

კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე ლაგოდეხში გამგებლობის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს, 17.00 საათზე კი სოფელ კაბალში მოსახლეობას შეხვდება

 

16.00

საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თოჯინების თეატრი სპექტაკლი “ბატის ჭუკი”-  ე.ახვლედიანის ბავშვთა სურათების გალერეის წინ,სკვერში 


17.00

მწერალთა სახლი გიწვევთ ბავშვთა დღესთან დაკავშირებულ საქველმოქმედო აქციაზე “ბავშვები ბავშვებისთვის”; მისამართი: თბილისი, მაჩაბლის 13

17:00

ვაზისუბნის მაჟორიტარობის კანდიდატი “ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციიდან” კახა ძაგანია შეხვდება ამომრჩეველს– ვაზისუბნის დასახლება. მე–5 კორპუსის წინ. სკვერში.

19.00

სანდრო ახმეტელის სახელობის თბილისის მუნიციპალურ დრამატულ თეატრში „ჰამლეტიკა“-ს პრემიერა გაიმარტება. უილიამ შექსპირის ტრაგედიის კიდევ ერთი ინტერპრეტაცია- ცეკვა ინსტალაცის საშუალებით ცნობილმა იტალიელმა რეჟისორმა და ქორეოგრაფმა მორგანტე ნარდმა ახმეტელის თეატრის დასთან ერთად განახორციელა;

მასალების გადაბეჭდვის წესი