ახალი ამბები

ღარიბაშვილი: არც ერთ რეგიონსა და ქალაქში არ დავუშვებთ სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას

31 მაისი, 2014 • 1359
ღარიბაშვილი: არც ერთ რეგიონსა და ქალაქში არ დავუშვებთ სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას

“ქართული ოცნებიდან” ოზურგეთის მერობის კანდიდატია ბეგლარ სიორიძე, ხოლო მუნიციპალიტეტების გამგებლობის კანდიდატები არიან: ოზურგეთი – მერაბ ჭანუყვაძე, ლანჩხუთი – ზაზა ურუშაძე, ჩოხატაური – ირაკლი კუჭავა.

 

პრემიერ-მინისტრმა კანდიდატები დღეს წარადგინა გურიაში და აქციაზე განაცხადა, რომ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მსგავსად , „ქართული ოცნება“ ადგილობრივ არჩევნებშიც ღირსეულად და დამსახურებულად გაიმარჯვებს.

 

“ არც ერთ რეგიონსა და ქალაქში არ დავუშვებთ სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას”, – განაცხადა მან.

 

პრემიერ-მინისტრმა დღეს გურიაში მოსახლეობას „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისკენ მოუწოდა. 

 

ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ ლესაში, 31 მაისი,2014/პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ფოტო
ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ ლესაში, 31 მაისი,2014/პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი