ხელოვნება

27 მაისს მწერალთა სახლში გიორგი მაისურაძესთან შეხვედრა გაიმართება

26 მაისი, 2014 • • 1552
27 მაისს მწერალთა სახლში გიორგი მაისურაძესთან შეხვედრა გაიმართება

ეს გიორგი მაისურაძის მეორე “საბა” იყო. მან 2012 წელსაც იმავე ნომინაციაში მოიპოვა „საბას“ პრემია. გიორგი მაისურაძე უკვე რამდენიმე წელია ბერლინში ცხოვრობს. მუშაობს ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრში და ლექციებს ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში კითხულობს. შეხვედრას მოდერირებას გაუწევს ვაკო ნაცვლიშვილი.

 

მწერალთა სახლი მართავს შეხვედრების ციკლს „საბას ლაურეატები მწერალთა სახლში“, რომელიც მწერალთა სახლისა და თიბისი ბანკის ერთობლივი პროექტია. შეხვედრა გიორგი მაისურაძესთან რიგით მეექვსე ღონისძებაა პროექტის ფარგლებში.

 

პროექტი 10 თვე გაგრძელდება, თვეში ერთხელ კი მკითხველი მწერალთა სახლში შეხვდება ლიტერატურული პრემია „საბას“  2013 გამარჯვებულებს. მკითხველს საშუალება ექნება ათივე ნომინაციის გამარჯვებულს შეხვდეს, მოუსმინოს ჟიურის წევრებსაც და გაიგოს, თუ რატომ გადაეცა ამა თუ იმ ავტორსა თუ წიგნს ეს პრემია. ყოველი შეხვედრა არის ინტერაქტიული, ღია დისკუსიით, ბევრი კითხვითა და საზოგადოებისათვის საინტერესო აქცენტებით  ზოგადად ლიტერატურასა და ლიტერატურულ პროცესებში, როგორც ჩვენთან, ისე უცხოეთში.

მხოლოდ  20 მაისს “საბას” ელექტრონული წიგნების სახლი გთავაზობთ 50% ფასდაკლებით შეიძინოთ გიორგი მაისურაძის ელექტრონული  წიგნები!

გიორგი მაისურაძე
გიორგი მაისურაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი